მოკლედ გეტყვით ჩემს პრობლემას: მყავს 18 წლის ბიჭი, ამ ბოლო დროს ასეთი რამ ემართEბა, ძილში უჩქარდება გულისცემა, ამბობს რომ საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩები ურტყამენ, ეღვიძება პანიკური შიშით, ეს ემართება ძილში, გუშინაც დაემართა, მითხრა რომ გამომეღვიძა თავზე ხელი მოვიკიდე და მომეჩვენა რომ თითის სიმსხოზე ძარღვი მქონდა ამობურცულიო, რა ჭირს ხომ ვერ მეტყვით? ან რის ექიმთან მივიყვანო? ახლახანს მორჩა ეროვნულ გამოცდებს, მართალია განერვიულებული და დაძაბული იყო ჩვეულებრივთან შედარებით, მაგრამ მე მაინც ამას არ ვაბრალებ, ადრეც ქონდა ხოლმე მსგავს ჩივილები, ოღონდ ნაკლები ინტენსიურობით.