MITIATOმაგარი ლამაზი ძაღლია დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი .. საქართველოში არამგონია რომ ყავდეთ

... წარმომავლობა. ეს ჯიში გამოიყვანეს პირველმა კოლონისტებმა ლუიზიანას შტატში. თავისი სახელი მან მიიღო ბეწვის განსაკუთრებული შეფერილობის გამო, რომელიც წააგავს ლეოპარდის შეფერილობას, ასევე, კატახულას ოლქის საპატივცემულოდ, სადაც ეს ძაღლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ.
ჯიშის აღწერა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 56-64 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 27-36 კგ, ძუ – 23-32 კგ. ბეწვი ხშირი, კომპაქტური და მოკლეა. შეფერილობა, ჩვეულებრივ, ნაცრისფერ-ცისფერია შავი ლაქებით. ამის გარდა, ლაქები შეიძლება იყვნენ წითური ან ყვითელი ფერის. განსაკუთრებით ფასობენ მოფირუზისფრო-მოცისფრო თვალების მქონე ძაღლები.
ხასიათი. კატახულას ლეოპარდისებრი ძაღლი ერთგული, თავდადებული და წვრთნას დაქვემდებარებული ძაღლია. მას ძალიან უყვარს პატრონი, მაგრამ შეიძლება გახდეს აგრესიული მისთვის ნდობით აღჭურვილი ტერიტორიის დაცვისას.
გამოყენება. დღემდე, ამ ჯიშის ძაღლებს იყენებენ სამწყემსაოდ. ძალიან გაშლილ სივრცეზეც კი მათ შეუძლიათ დაიმორჩილონ ძროხების, ცხვრების ან ღორების ნახირები. ამის გარდა, ამ ძაღლებს წარმატებით შეუძლიათ ნადირობა ენოტებსა და ციყვებზე.