სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალმა მეთაურმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა.
მამუკა ბახტაძის თქმით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები.
„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული - 3,9 პროცენტი იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება.
ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.
ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა თანხვედრაშია ჩვენი საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი მმართველობაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებული იქნებიან კონკრეტულ შედეგებზე და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/5...o-kharjebi.htmlსაკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება. ამასთან, იკრძალება საკანალიზაციო სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვება. ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს.
შესაბამისი ცვლილებები “წყლის შესახებ კანონში“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება.
საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ქმედების განეორებით ჩადენა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ინიციატორი არიან: - კახა კუჭავა, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ზაზა ხუციშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ikrdzaleba.html