მოკლედ, სამშენებლო კომპანია მამისონს ესაჭიროება ახალი ლოგო, იმისათვის რომ გაითვალისწინოთ კომპანიის შინაარსი, და ლოგოში მოახდინოთ კომპანიის ისტორიის და ხედვის ინტეგრირება გიგზავნით კომპანიის მოკლე ბიოგრაფიას :
შპს ”სამშენებლო კომპანია მამისონი” და მისი ძირითადი ბირთვი გამგრძელებელია იმ სასახელო ტრადიციებისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო საქმის გამოჩენილმა ორგანიზატორმა და პროფესიონალმა ბატონმა ავთანდილ ჩალაძემ. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელთა უშუალო მონაწილეობით განხორციელებულ იქნა უნიკალური სამშენებლო კომპლექსები და ნაგებობები, რამაც დამსახურებული ავტორიტეტი და აღიარება მიუტანა კომპანიას და მის ხელმძღვანელობას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სამშენებლო კომპანიის ძალებით, მისი არსებობის მანძილზე, შესრულებული იქნა მშენებლობის სხვადასხვა დარგის ობიექტები, დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობათა კომპლექსებით და დამთავრებული სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებით.
ჰიდროტექნიკური მშენებლობა
კომპანიის დღევანდელი ხელმძღვანელი მონაწილეა ისეთი უნიკალური ჰიდროტექნიკური კომპლექსების მშენებლობისა, როგორიცაა ენგურის, ვარციხის და ჟინვალის ჰიდროკვანძები.
1978-1985 წწ. ბატონ ა.ჩალაძეს უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა საქართვეოში ერთ-ერთი მასშტაბური და უნიკალური ჟინვალის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი მდ. არაგვზე რომელიც ენერგეტიკული პრობლემების პარალელურად წყვეტს თბილისისა და რუსთავის სასმელი წყლით მომარაგების საკითხს. მშენებლობა გადაჭიმული იყო 50 კმ მონაკვეთზე- დაწყებული 101მ სიმაღლის მიწის კაშხლით (მდ. ანანურთან) და დამთავრებულ გამწმენდ ნაგებობათა კომპლექსით თილისის ზღვაზე.
სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა მთეი რიგირ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა აღდგენა-როკონსტრუქციის სამუშაოები - მათ შორის, საცხენჰესის სწრაფმდენის აღდგენა-გამაგრება, რიონჰესის წყალსაგდების აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა.
2000 წელს, სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ მოღვაწეობა განაგრძო რუსეთის ფედერაციაში, რესპუბლიკა ჩრ.ოსეთი-ალანიას ტერიტორიაზე, მდ.არდონზე მშენებარე ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობების კომპლექსის დასამთავრებლად.
გენერალური მოიჯარადის რანგში, კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მაღალმთიან, ურთულეს ტოპოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, 2008 წელს დაასრულა სათავე ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობა, რითაც უზრუნველყო სათავე ჰესის გაშვება დასახულ ვადებში.
სატრანსპორტო მშენებლობა
მდ.ენგურის ხეობაში, მაღალმთიან პირობებში გაყვანილ იქნა საავტომობილო გზა კონსოლური კონსტრუქციების გამოყენებით, რითაც ერთდროულად გადაიჭრა როგორც ტექნიკური, ისე ეკოლოგიური ხიდით.
საქართველოს სამხედრო გზაზე, სოფ. ჟინვალის და სოფ, ანანურის მონაკვეთზე განხორციელდა 15 კმ საავტომობილო გზა, 2 უნიკალური ხიდით.
ინგუშეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია) მდ.ასას ხეობაში, ურთჲლეს საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში, განხორციელებულ იქნა ალკუნ-თარიგიმის საავტომობილო გზა.
აიგო სატრანსპორტო კვანძი გმირთა მოედანზე და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, თამარ მეფის ხიდთა დამაკავშირებელი მრავალმალიანი ესტაკადა, ქ.თბილისში
თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მონაკვეთი; ქ.სოჭის ასაქცევი გზის 12 კმ უბანი; მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შესრულდა ქ.ფოთის პორტის რეკონსტრუქცია-გაფართოვებაზე. აშენდა სატვირთო მანქანების სადგომი და სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რომელიც საქართველოს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს.
გვირაბმშენებლობა
მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისას ფართოდ გამოიყენება გვირაბების გაყვანის თანამედროვე მეთოდები. ჩვენი კომპანიის მიერ აებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა:
ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის 40 კმ საერთო სიგრძის გვირაბი;
ჟინვალჰესის მიწისქვეშა საგენერატორო სადგური;
ტრანსკავკასიური გაზსადენის გვირაბები კავკასიონზე, დარიალის ხეობაში;
საავტომობილო გვირაბები საქართველოს სამხედრო და ქ.სოჭის ასაქცევ გზაზე, სპიტაკი-ალბანდის და სევანი-დილიჟანის (სომხეთის რესპუბლიკა) საავტომობილო გზებზე;
მეტროპოლიტენის სადგურები და გადასარბენი გვირაბები ქ.თბილისისსა და ქ.მოსკოვში.
ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა კვეთის სადაწნეო და დერივაციული გვირაბების ცალკეული მონაკვეთებები.
სამრეწველო მშენებლობა
1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე. მან, როგორც უცხოური ფირმების (”კელერი”-გერმანია, ”ენტროპოისი”-საფრანგეთი, ”ტმლ-ბოროვა”-თურქეთი) თანაკონტრაქტორმა სამუშაოები შეასრულა საკონტრაქტო ვადებში და მაღალხარისხოვნად.
ახალზელანდიურ ფირმა ”მაკ კონელ დოუელთან” და თურქულ ფირმა ”ტექფენთან” ერთად განახორციელა ნავთობსადენის წნევის დამწევის სადგურები და ტრასის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები.
აღსანიშნავია კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმის” ავიასაწვავით გასამართი სადგური ქ.თბილისის აეროპორტში.
კაეშუტის კარიერის სამსხრევ-დამახარისხებელი კომბინატის მშენებლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში და სხვა.
სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა
ჩვენ კომპანიას ერგო დიდი პატივი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა. კომპანიის ძალებით აგებულ იქნა ამ უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასი და სამრეკლოს შენობა.
სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა ისეთი ნაგებობები, როგორიცაა, რესტორანი ”მაკდონალდსი” რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა და რეკონსტრუქცია შესაბამისად ლესელიძის ქუჩაზე და ქეთევან წამებულის გამზირზე და სხვა, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს მატებენ სილამაზესა და კოლორიტს.
ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს ააშემოს თანამედროვე ნაგებობები და მოუტანოს სარგებელი როგორც საკუთარ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე :
http://mamisoni.ge/საუკეთესო ლოგოს ავტორს გაუფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება რის საფუძველზეც მიიღებს ანაზღაურებას ლოგოს შექმნისთვის.
ფასი შეადგენს 50-100 ლარამდე, ლოგოს კრეატიულობის მიხედვით.
ნამუშევრები გთხოვთ დაპოსტოდ მხოლოდ თემაში.
გმადლობთ წინასწარ.