გუბაზ სანიკიძის შეხვედრამ ქუთაისელ ამომრჩევლებთან ხმაურით ჩაიარა. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მისთვის არასასურველ კითხვებს თავს არიდებდა, რამაც სიტუაცია დაძაბა.
ქუთაისის მაცხოვრებლებმა ივანიშვილის კოალიციას ბრალი უმოქმედობაში დასდეს, რაც საბოლოოდ შეხვედრის შლის მიზეზი გახდა.
http://info9.com.ge/index.php?m=10&id=58------------------------------------
ხობში მოსახლეობამ “ქართულ ოცნების” გაზეთები სახლშიც არ შეიტანა და დახია. ამ კოალიციის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების პროცესს info9.ge-ს გადამღები ჯგუფიც აკვირდებოდა, მაგრამ “ქართული ოცნების” გაზეთების დახევისა და გადაყრის პროცესი მათ ობიექტივში რატომღაც არ მოხვდა.
http://info9.com.ge/index.php?m=10&id=62--------------------------------------------
ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვის მოსახლეობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსით უკმაყოფილოა და მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს.
http://info9.com.ge/index.php?m=10&id=49----------------------
"ქართული ოცნების" სამტრედიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გუგა კოხრეიძემ პარტია დატოვა. კოხრეიძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა.
მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც მიხვდა რომ კოალიცია ბინძური მეთოდებით იბრძვის და მეოცნებეების მოტივები ქვეყნისთვის დამღუპველია.
კოხრეიძისავე განცხადებით ქართული ოცნების დატოვებაზე ის დიდი ხანია ფიქრობდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი სამტრედიაში კალაძის მხარდამჭერების მიერ გამართული იმიტირებული შეხვედრების შემდეგ მიიღო.
http://info9.com.ge/index.php?m=10&id=43კომენტარი ზედმეტია
ბიძინას ოცნება თვალსადახელშუა იშლება,რაც არჩევნები ახლოვდება