daivდიდი მადლობა პასუხისთვის, ეგებ ცოტა კიდევ დამაკვალიანო

მაგალითისთვის: სახლი არის ორი სართულიანი, თითქმის მანსარდული ტიპის
პირველი სართულის გარე პერიმეტრის ფართია 120 კვ მეტრი, საძირკველი არის ლენტური
პირველი სართულის ძირზე იქნება გამარტივებული ფილა მცირე არმირებით (პროექტში საერთოდ არაა) 8მმ სისქის
თუმცა 0-ვან დონეზე არის სეისმური სარტყელი მთელი პერიმეტრის გასწვრივ.
პირველ და მეორე სართულებს შორის 16მმ არმირებული გადახურვის ფილა და სეისმური სარტყელი
მეორე სართულის თავზე გადახურვის ფილა არაა, არის მხოლოდ სარტყელი თუმცა ცოტა რთული კონსტრუქციის (იმეორებს სახურავის მოხაზულობას)
თავისთავად არის კოლონები და რიგელები სტანდარტულად
დაახლოებით მაინც რომ მითხრა პირველი პრინციპით (კვ მეტრების მიხედვით) რა უნდა გამოვიდეს ამნაირი კონსტრუქციის ღირებულება თქვენი აზრით
P.S. დიაფრაგმას რას ეძახიან?
This post has been edited by GMS on 2 Aug 2010, 22:16