#20932411 · 1 Aug 2010, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეიდან მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრება.
როგორც "პირWელს" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა ბუთბაიამ განუცხადა, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებამ სხვადასხვა ოპერატორებს შორის განხორციელებული ზარების საფასური უნდა შეამციროს.
"მარეგულირებელი კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება პირდაპირ კავშირშია სხვა ოპერატორზე განხორციელებული ზარის საფასურთან, მაგრამ შეამცირებენ თუ არა ტარიფებს, ეს უკვე ოპერატორების ნებაა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიას უფლება არ აქვს რომელიმე ოპერატორს ტარიფის დაწევა აიძულოს", - განუცხადა "პირWელს" ბუთბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის 8 თეთრამდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 21 მაისს მიიღო.
ცნობისთვის, 2007 წლიდან დღემდე მოქმედი კავშირგაბმულობის ურთიერთჩართვის ტარიფი 14.8 თეთრი იყო.
გააიაფებენ ვითომ?
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|