#20864857 · 28 Jul 2010, 01:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა სოფელ დირბიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გატაცება სცადეს 22:15 27-07-2010 უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა სოფელ დირბიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გატაცება სცადეს სოფელ დირბში დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დღეს, 10.30 საათზე, "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს, ქარელის რაიონის სოფელ დირბიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, კერძოდ, 3 კომბაინის გატაცება სცადეს. ყაჩაღობის მცდელობა ქართული პოლიციის ქვედანაყოფმა აღკვეთა, რომელიც ტერიტორიაზე გეგმიურ პატრულირებას ახორციელებდა. თავდამსხმელებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს და შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. :vik:
|