პატრიარქმა ღვთიურ სასწაულებზე იქადაგა
სიახლე — თავფურცელი
14:37 01.08.2010
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთიურ სასწაულებზე იქადაგა.
როგორც დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ილია მეორემ განაცხადა, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის წინაშე ხდება სასწაული და ადამიანის გონება ამას ვერ იგებს. სასწაულების მაგალითად უწმინდესმა ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა დაასახელა.
ამას უყურებს მთელი მსოფლიო. მსოფლიო ხედავს ამ უდიდეს სასწაულს, მაგრამ ზოგს არ ესმის. ამას უყურებენ მუსლიმანები, კათოლიკეები, პროტესტანტები და ვერ ხედავენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანი არის თუ არა მზად სულიწმინდის მისაღებად, - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგებისას საქართველოს პატრიარქმა მრევლს მიულოცა წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღე, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღნიშნავს. დღესვე, წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ვახტანგიშვილების, ფრანგიშვილებისა და გიგიაძეების გვარი დალოცა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=12438-------------------------------------------------------------
ნუთუ მართლა სჯერა მას ეს ამბავი, თუ ამას იგი ჯოგისათვის ამბობს?
მე პირადად მგონია რომ ამას(ტყუილს) იგი სპეციალურად ხალხის სასიკეთოდ ამბობს.
თქვენ რას ფიქრობთ იუზერნო?