ბორჯომის ტყეებში ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ რჩება
09:56 02-08-2010
ბორჯომის ტყეებში ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ რჩება ბორჯომის ტყეებში ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ რჩება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, პაპუნა ხაჩიძემ აცნობა, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილის 06.00 საათიდან განახლდა.
"მუშაობა დაიწყეს ქვეითმა მეხანძრეებმა, მოგვიანებით ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთვება ავიაციაც", _ განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, თუ ქარი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ხანძრის ლიკვიდაცია დღესვე მოხერხდეს.
რაც შეეხება ხანძრის ახალ კერებს, ხაჩიძის თქმით, ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე არარ არსებობს.
სატყეო დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ დროისთვის 20 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი.
ხანძარი ბორჯომის ხეობის ტყეებში 31 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი მაღალი ტემპერატურაა. წყარო:
http://new.interpressnews.ge/ge/regioni/14...lav-rcheba.html