#20944540 · 2 Aug 2010, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ, პატიოსანო იუზერებო, ახლადდანიშნული ეკონომიკის მინისტრის პოპულარობა ფორუმზე, ბოლო კვირების განმავლობაში, პიკს აღწევდა, თუმცა, დღეს რა ხდება? ბოლო ორი დღეა მაგ ქალის სახელის ხსენებაც კი არ ყოფილა ამ ფორუმზე. და რა არის ამის მზიეზი? ნუთუ ასეთი გულმავიწყია ქართველი ერი, რომ ასე მალე დაივიწყებს თავის ახალგაზრდა და მოსექსუალურო ეკონომიკის მინისტრს? მაგრამ არა. საქმე სხვა რაღაცაში უნდა იყოს. ცხადია, რომ ვიღაც-ვიღაცეებს არ აწყობდათ ამ მინისტრის ამდაგვარი პოპულარობა და მის დავიწყებას ცდილობენ ხალხისთვის. და უნდა იტქვას რომ მიზანსაც მიაღწიეს. გადახედეთ განყოფილებას: აქეთ მოსკოვი იწვის, იქეთ ციმბირი, სხვა მხარეს - ბორჯომი, კიდე იქეთ - ტყიბული.... რამ გამოიწვია ასეთი მასობრივი ხანძრები და რაც მტავარია, ასეთი გამოხმაურება რატო მოჰყვა ამ ამბებს ქართულ ფორუმზე, განსაკუთრებით რუსეთის ხანძრის გამო? რატო გადარდებთ (და მითუმეტეს რო არ გადარდებთ,მ პირიქით, გიხარიათ) რუსეთსი მიმდინარე მოვლენები და არ გადარდებთ ახლად დანიშნული, ახალგაზრდა და მოსექსუალურო ეკონომიკის მინისტრის ყოფა და საქმიანობა? გამოფხიზლდით ხალხო. ბორჯომში ისედაც აქრობენ ხანძარს, რუსეთმა კიდე ტავის ხანძარს თავად მიხედოს (მითუმეტეს რომ ჩვენ არანაირად არ ვეხმარებით), ჩვენ ჩვენს მინისტრს ნუ დავივიწყებთ და თავს მარტოდ ნუ ვაგრძნობინებთ. შემოდით და ვიბაასოთ ამსზე, რა დროს მოსკოვის ხანძრებია...
--------------------
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)
|