ჩრდილო კორეის საფეხბურთო მწვთნელი შრომაგასწორებით კოლონიაშია
ჩინური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, 53 წლის კიმ ჩონ ხონი ყოველდღიურ უმძიმეს სამუშაოებს ასრულებს შრომაგასწორებით კოლონიაში. გავრცელებული ინფორმაციით ის დღის განმავლობაში 14 საათს მუშაობს.
კიმ ჩონ ხონს ხელისუფლებამ მსოფლიო ჩემპიონატზე წაგება არ აპატია და ასე სასტიკად დასაჯა კიდეც.
დამარცხების შემდეგ ნაკრების მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე ნაკრების მწვრთნელი პარტიიდან გარიცხეს.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე ჩრდილოეთ კორეის ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო. ბრაზილიასთან : 1–2, პორტუგალიასთან: 7–1 და კოტ–დიუვართან 3–0.
წყარო:
netmedia.ge