ნანა საჯაია
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ მეზობელს უნდა ესაუბრო, მით უმეტეს თუ მეზობელი დიდია. რეალობის გათვალისწინებით, რა ფორმატითაა შესაძლებელი რუსეთთან დიალოგი?
რუსეთის გარდა ჩვენ სხვა მეზობლებიც გვყავს. შეიძლება ბატონ კუშნერის აინტერესებდა ჩვენი ურთიერთობები ირანთან ან იგივე თურქეთთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ალბათ იგი მართლაც რუსეთზე ამახვილებდა ყურადღებას.
მან პოლონეთის მაგალითი მოიყვანა, რომ მიუხედავად რთული ისტორიული ურთიერთობებისა, დღეს რუსეთსა და პოლონეთს შორის პოზიციები დაახლოვდა. მსგვსი გამოცდილება მისაღებია, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ პოლონეთისგან. ეს ვუთხარით კიდეც ბატონ კუშნერს. პირველ რიგში, პოლონეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. ასევე, პოლონეთის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება, მაშინ როცა ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მოიერაა ოკუპირებული.
მთელი ტექსტი ვერ ჩავსვი, აგერაა საიტზე
http://liberali.ge/node/2434ეს კაცი მევასება... ადრე "ფსიქოში" მყავს ნანახი, მაშინ ძალიან პატარა იყო.
პატარა კი იყო, მაგრამ ისე ზეპირად იცოდა ლუი მალის შემოქმედება და ცხოვრება, რომ უტვინო არ უნდა იყოს. უტვინოებმა ლუი მალის სახელი ნამდვილად არ იციან, მითუმეტეს ნანახი არ აქვთ.....
This post has been edited by Pasolini on 3 Aug 2010, 18:39