ვახ შეიხედე იმ ბმულში, რომ დავდე

თვითონ ტელეფონის აპარატს ბოლოს, როგორც მახსოვს, 26 თუ 37 ლარად ჰყიდდნენ, საიდანაც 10 ბალანსზე ჯდებოდა.
http://www.magtifix.ge/?L=geo&a=content&id=95მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომსახურების პირობები და ტარიფები
- ქსელში ჩართვის ღირებულებაა 155 ლარი, EVDO USB მოდემი კი უფასოდ გადმოგეცემათ.
თუ მოდემი დაზიანდა თქვენივე მიზეზით, გთავაზობთ მის შეცვლას 60 ლარად.
- მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ, 48 საათის განმავლობაში საცდელ რეჟიმში ისარგებლოთ მოდემით და შეამოწმოთ, ხომ არ აქვს მოდემს რაიმე ტექნიკური წუნი, ან მუშაობს თუ არა თქვენთვის სასურველ ადგილას. თუ ვერ ისარგებლებთ მოდემით, ქსელში ჩართვიდან 48 საათის გასვლამდე შეგიძლიათ დაგვიბრუნოთ იგი, გადახდილი 155 ლარიდან კი 150 ლარი დაგიბრუნდებათ.
- ინტერნეტით 30-დღიანი სარგებლობისათვის გთავაზობთ, აირჩიოთ მომსახურების ორი პაკეტიდან სასურველი:
სტანდარტ-პაკეტი: აქტივაციისას იხდით 45 ლარს, საიდანაც 30 ლარი არის ინტერნეტით* 30-დღიანი სარგებლობის ღირებულება, 15 ლარი კი ავტომატურად დაირიცხება თქვენ მიერ წინასწარ არჩეულ მაგთის, ბალის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომრის ანგარიშზე
* მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული გიგაბაიტების რაოდენობა არ მიაღწევს 5 GB-ს. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
თუ ქსელში ჩართვისას არ მიუთითეთ ნომერი, რომელზეც სტანდარტ-პაკეტის შეძენისას უნდა დაირიცხოს 15 ლარი, მიმდინარე თვეში ჩვეულებრივად გადაიხდით 45 ლარს და ვერ მიიღებთ ბონუსს. ნომრის არჩევა/შეცვლა შეგიძლიათ მაგთიკომის ოფისში უფასოდ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით. ბონუსი, 15 ლარი დაირიცხება იმ ნომერზე, რომელიც ბოლოს გაქვთ არჩეული.
ეკონომ-პაკეტი: სერვისის 30-დღიანი აქტივაციისას იხდით 15 ლარს.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული გიგაბაიტების რაოდენობა არ მიაღწევს 1 GB-ს, ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
თუ გსურთ, სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, შეგიძლიათ თქვენი პერსონალური პორტალიდან (mymagtifix.ge) შეიძინოთ: 1000 MB 15 ლარად
შეძენილი მეგაბაიტები არ აკუმულირდება, ანუ 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ – განულდება. ინტერნეტპაკეტის შეძენა არ გამოიწვევს 30 დღიანი სერვისის ვადის შეცვლას.
მომსახურების სასურველი პაკეტის არჩევა შეგიძლიათ თქვენი ინდივიდუალური ინტერნეტ-პორტალიდან:
ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.
This post has been edited by Geronti on 3 Aug 2010, 21:26