მოკლედ ძალიან მაგარი ვიდეოა რომელიც დაფუძნებულია რეალურ სტატისტიკაზე და ტექნოლოგიების განვითარების მიხედვით არის მომავლის პროგნოზები გაკეთებული.
პირველად რომ ვუყურე ტანში გამაჟრჟოლა რამოდენიმეჯერ

ვიდეოს ქვემოთ ქართულ აღწერებსაც გავაკეთებ.
http://www.youtube.com/watch?v=3cfmS6dmfd01. თუ შენ ხარ მილიონიდან ერთი ადამიანი ჩინეთში, იქ 1300 შენი მსგავსი ადამიანია.
2. ჩინეთი მალე გახდება ნომერ პირველი ქვეყანა ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობის რაოდენობით.3. ინდოეთის მოსახლეობის მაღალი IQ-ს მქონე მოსახლეობის 25% მეტია, ვიდრე მთელი აშშ-ს მოსახლეობა. (განმარტება: ინდოეთს უფრო მეტი მაღალი IQ-ს მქონე ბავშვი ყავს, ვიდრე ამერიკას მთლიანად ბავშვები)
4. 2010 წელს 10 ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო, არ არსებობდა 2004 წელს.
5. ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს სამუშაოებისთვის, რომლებიც ჯერ არ არსებობს, იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჯერ არ გამოუგონებიათ. ასევე პრობლემების მოგვარებას, რომელი პრობლემებიც ჯერ არ არსებობს (ეს ბოლო წინადადება რამდენად სწორად ვთარგმნე არ ვიცი).
6. აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცმებით, მათ ვინც ამჟამად სწავლობს, 38 წლის ასაკში ექნება გამოცვლილი 10-14 სამსახური. ყოველი მეოთხე დასაქმებული ადამიანი, თავის იმჟამინდელ დამსაქმებელთან იმუშავებს 1 წელზე ნაკლები დროით, ხოლო ყოველი მეორე დასაქმებყული ადამიანი 5 წელზე ნაკლები დროით.
7. 2008 წელს შექმნილი ოჯახებიდან, ყოველმა მერვე წყვილმა ერთმანეთი გაიცნო ინტერნეტის დახმარებით.8. 200 მილიონამდე ადამიანი არის დარეგისტრირებული MySpace-ზე. MySpace-ი რომ ქვეყანა იყოს, ის იქნებოდა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე მოსახლეობის სიდიდით (ინდონეზიასა და ბრაზილიას შორის).9. ნომერ პირველი ქვეყანა ინტერმეტ მომხმარებლების პროცენტულობით არის ბერმუდა, აშშ არის მეცხრამეტე ადგილზე, ხოლო იაპონია ოცდამეორეზე.
10. 2008 წლის მონაცემებით გუგლში ერთი თვის განმავლობაში ხორციელდება 31 მიალიარდი ძებნა, ხოლო იგივე დროის მონახვეთში 2006 წელს ხორციელდებოდა 2.7 მილიარდი ძებნა. ვის უსვამდნენ გუგლამდე ამდენ შეკითხვებს?

11. პირველი კომერციული ტექსტური შეტყობინება (SMS) გაიგზავნა 1992 წლის დეკემბერში. ამჟამად მსოფლიოში ყოველდღიურად გაგზავნილი და მიღებული SMS-ების რაოდენობა აღემატება დედამიწის მოსახლეობის რაოდენობას.
12. წლები რომლებიც დასჭირდათ ტექნოლოგიებს 50 მილიონი მომხარებლის მოსაპოვებლად:
რადიო - 38 წელი
ტელევიზია - 13 წელი
ინტერნეტი - 4 წელი
iPod - 3 წელი
Facebook - 2 წელი13. 1984 წელს ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა იყო 1000, 1992 წელს 1 მილიონი, 2008 წელს 1 მილიარდი.14. ამჟამად ინგლისურ ენაში არის 540 000 სიტყვა, რაც ხუთჯერ მეტია ვიდრე William Shakespeare-ს დროს (ინგლისელი პოეტი რომელიც მოღვაწეობდა მეთექვსმეტე საუკუნეში).
15. ინფორმაცია რაც 1 კვირის მანძილზე იბეჭდება ნიუ იორკ თაიმსში, აღემატება იმ ინფორმაციას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი იგებდა მეთვრამეტე საუკუნეში მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. 16. 2008 წელს შეიქმნა 4 ექსაბაიტი უნიკალური ინფრომაცია, რაც აღემატება 2008 წლამდე უკანასკნელი 5000 წლის განმავლობაში გენერირებულ ინფორმაციას და ეს მონაცემები ყოველწლიურად ორმაგდება.
17. სტუდენტები რომლებიც სწავლობენ 4 წლის განმავლობაში ტექნიკურ ფაკულტეტებზე, ნახევარი ინფორმაცია რათ მათ ისწავლეს პირველ წელს, გამოუსადეგარია სწავლის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ.
18. იაპონიაში დატესტეს ოპტიკური კაბელი რომელითაც შესძლეს 1 წამში 14 ტრილიონი ბიტი ინფორმაცის გატარება, რაც მოცულობით უდრის 2660 CD დისკს, ან 210 მილიონ სატელეფონო ზარს წამში. ეს მაჩვენებელი სამმაგდება ყოველ 6 თვეში და ასე გაგრძელდება უახლოესი 20 წლის განმავლობაში.
19. 2013 წლისთვის სუპერ კომპიუტერებს ექნება გამოთვლითი შესაძლებლობი, რაც აღემატება ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს,
ხოლო 2049 წელს, კომპიუტერს რომლის შეძენაც შეგეძლებათ 1000 დოლარად ექნება გამოთვლითი შესაძლებლობები, რომელიც აღემატება ერთად აღებულ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის შესაძლებლობებს.როდესაც თქვენ უყურებდით ამ ვიდეო პრეზენტაციას, აშშ-ში დაიბადა 67 ბავშვი, ჩინეთში დაიბადა 274 ბავშვი, ხოლო ინდოეთში 395 ბავშვი. აგრეთვე ამ ვიდეოს ყურების დროს მსოფლიოში იქნა გადმოწერილი დაახლოებით 700 ათასი სიმღერა არალეგალურად
)P.S. ეს სტატისტიკა გაკეთებულია 2008 წელს, ასე რომ ყველა მონაცემი მოცემულია 2008 წლის მონაცემებით.
This post has been edited by JollyRoger on 9 Aug 2010, 20:25
- Do not try and bend the spoon. That's impossible. Instead... only try to realize the truth.
- What truth?
- There is no spoon.
- There is no spoon?
- Then you'll see, that it is not the spoon that bends, it is only yourself.