თემამ:
რას ფიქრობენ რუსები აფხაზეთსა და ცხინვალზე გადამაწყვეტინა გამეხსნა ეს თემა.
ამას წინებზე რომელიღაც თემაში ვკამათობდი იმიის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსი ხალხის შეხედულება/განწყობა აფხაზეთის და ცხინვალის საკითხთან. ვფიქრობ ეს საკითხი ცალკე თემას იმსახურებს.
სანამ უშუალოდ ჩვენი სიტუაციის განხილვას დავიწყებდეთ, მოკლედ გეტყვით, რომ ამასწინებზე ვიკილიკის მიერ გაძონილმა ინფორმაციამ ომის შესახებ ავღანეთში რომელსაც შტატები აწარმოებს - დააჩქარა ამ ომის დამთავრების პროცესი. გადამწყვეტი ფაქტორი არის ხალხის მხარდაჭერის დაკარგვა, ისევე როგორც ხალხის მხარდაჭერის დაკარგვამ დაამარცხა სწორედ შტატები ვიეტნამის ომში და არა ტექნიკის და მომზადების არქონამ.
რუსეთი ოდნავ სხვა ხილია, შტატებს ვერ შევადარებთ დემოკრატიის და ხალხის როლის საკითხში მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მიხედავად ყველაფრისა, რუსეთის პოლიტიკა და ხალხის აზრი ძლიერ ურთიერთ კავშირშია. ხალხის აზრი განაპირობებს პოლიტიკას და პოლიტიკა-პროპაგანდა განაპირობებს ხალხის აზრს.
ჩემი აზრით, ქართველებმა ყველა ძალა უნდა ვიღონოთ რუსი ხალხის შეხედულების შესაცვლელად. ამისთვის ყოველ ჩვენგანს შეუძლია მცირე წვლილის შეტანა რომელიც ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს. ერთი ადამიანის აზრი ბევრ სხვა ადამიანს გადაეცემა ხოლმე, ამიტომ ყოველი რუსი რომელიც ჩვენს შეხედულებას იზიარებს, პოტენციურად ავრცელებს ჩვენს შეხედლლებას და არწმუნებს სხვებს.
ჩემი აზრით: ინტერნეტში, პირად საუბრებში, ფორუმებზე - ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი აზრის შეცვლა არაგამაღიზიანებელი, გონივრლი საუბრით. მეთოდებზე ვიმსჯელოთ, ფსიქოლოგები გამოთქვამენ იმედია აზრს ამ თემაში. არის საკითხები რომლებზედაც საერთოდ თავის არიდებაა საჭირო. მაგალითად არ უნდა ჩავეძიოთ რა ვისი ბრალი იყო - რადგან ამას კამათი მოყვება - ნაცვლად ამისა საბარი უნდა იყოს ჰუმანურობის კუთხით და ლტოლვილების ფლებების შელახვის მხრიდან.
განავცეთ თემა დაამატეთ აზრები და კრიტიკა.