საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შერიგებას აჭარაში შეეცდებიან
სიახლე — თავფურცელი
13:00 05.08.2010
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[“პირველი“]
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ქრისტიან-დემოკრატები და გია თორთლაძის ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებას აჭარაში შეეცდებიან.
როგორც პირWელისთვის გახდა ცნობილი, 12-14 აგვისტოს ბათუმში უმცირესობის გასვლითი სხდომა გაიმართება, რომლის გახმაურება და დაანონსება არ იყო დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ეს მოქმედ პარლამენტში უმცირესობის არსებობის მანძილზე რიგით პირველი სხდომა იქნება.
როგორც პირWელს პარლამენტიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, უმცირესობის ფორმატში პარტნიორ ფრაქციასთან - ძლიერ საქართველოსთან ერთად სხდომის გამართვის ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატებს და თავად უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს ეკუთვნით.
ქრისტიან-დემოკრატებსა და ძლიერ საქართველოს შორის განხეთქილებაა და თუკი უმრავლესობის ლიდერი და მისი ფრაქცია თორთლაძესთან ურთიერთობების დალაგებას შემოდგომამდე ვერ შესძლებენ, ახლო მომავალში საპარლამენტო უმცირესობის დაშლის ფაქტის წინაშე შეიძლება, დავდგეთ - განუცხადა პირWელს ინფორმირებულმა წყარომ.
უმცირესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხსნის, რომელიც 12-14 აგვისტოს გასვლითი სხდომის პოლიტიკურ მოტივებს ცალსახად გამორიცხავს. კერძოდ, როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ბათუმში სხდომის გასამართად პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე უმცირესობისთვის გამოიყო და გამოყოფილი თანხების გამოყენებას უმრავლესობის შემდეგ ახლა უმცირესობა აპირებს. ჩვენ შევიკრიბებით და დავგეგმავთ, რა აქტივობები შეიძლება, განვახორციელოთ შემოდგომიდან ერთობლივად და რა - არა - განუცხადა პირWელს ვეფხვაძემ.
მიუხედავად მისი მტკიცებისა იმის შესახებ, რომ ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, გასვლითი სხდომისთვის დაფინანსება უშუალოდ უმცირესობისთვის იყო გამოყოფილი, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, არც უმცირესობას და არც უმრავლესობას დამოუკიდებელი ბიუჯეტი და აპარატი არ გააჩნიათ. უმცირესობა-უმრავლესობის აპარატსა და ბიუჯეტს ამ გაერთიანებებში შემავალ ფრაქციათა ბიუჯეტი და აპარატი ქმნის. ასე, რომ, იგივე პარლამენტის რეგლამენტით, ორივე ფრაქციას გამოყოფილი დაფინანსებით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვოიაჟების მოწყობა თავისუფლად შეეძლოთ.
ბათუმურ გასვლით სხდომას განსაკუთრებული ინტერესით ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძე ელოდება. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მან თავდაპირველად იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ უმცირესობის ფორმატში დეპუტატების შეკრება პირველად ხდება. აქვე დეპუტატმა ისიც განმარტა, რომ უმცირესობის გასვლითი სხდომის თაობაზე მას ლევან ვეფხვაძე დაუკავშირდა.
პირWელის კითხვაზე, გახდა თუ არა ამ შეხვედრის მაპროვოცირებელი ფაქტორი ორ ოპოზიციურ ფრაქციას შორის უთანხნოება და ამის საფუძველზე უმცირესობის შესაძლო დაშლა, თორთლაძემ ასეთი განმარტება გააკეთა: ჩავალთ ბათუმში და გავარკვევთ, ვინ რითია უკმაყოფილო. ჩვენ იქ ყველაფერს დავალაგებთ.
საპარლამენტო უმცირესობის შესაძლო დაშლის თაობაზე პირWელი რამდენიმე დღის წინ წერდა. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, გია თორთლაძე საშემოდგომოდ საკუთარ ფრაქციასთან ერთად უმცირესობის შემადგენლობის დატოვებას გეგმავდა.
მაშინ თორთლაძემ აღნიშნული ინფორმაცია არ უარყო და განაცხადა, რომ უმცირესობის დაშლას არ გამორიცხავდა.
საპარლამენტო უმცირესობის 14-დეპუტატიანი შემადგენლობა ბათუმში ან სასტუმრო ინტურისტში, ან ალიკში დაბინავდება. პირWელის ინფორმაციით, თითოეული დეპუტატისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან 100 დოლარია გამოყოფილი.