40-ძეჩემი ზუსტად 1 წუთი და 10 წამი გაგრძელდა
(იქვე მყოფ, რიგში ჩემს შემდგომ პაციენტს ვთხოვე - ჩემი ტელეფონით მონიტორს გადაუღე-მეთქი, მაინტერესებს რა ხდება ჩემს კუჭში - მერე უნდა ვნახო-მეთქი

).
ხო და ვიდეოს ხანგრძლივობა იყო 1 წუთი და 10 წამი

პირში შეგასხამენ ლიდოკაინს, ცოტა ხანი დაგაცდიან რომ გაგიყუჩდეს (შეგრძნება გექნება, რომ სუნთქვა გიჭირს, მაგრამ ჩვეულებრივ სუნთქავ ამ დროს).
და მერე დაწვები და გეტყვიან, რომ ნერწყივს გადაყლაპვის იმიტაცია გააკეთო.
რამოდენიმეჯერ გეტყვიან და თითოეული ნერწყვის გადაყლაპვის დროს მილი უფრო და უფრო ღრმად ჩაყავთ.
4-ჯერ მაქვს გაკეთებული.
და თუ დამჭირდა - კიდევ 4-ჯერ და მეტჯერ გავიკეთებ.
მთავარია მე ვიყო კარგად და არაფერი მაწუხებდეს - ეს არის ჩემი დევიზი

1 წუთი გექნება შეგრძნება რომ გაღებინეს, გაზიდებს (მშიერი, უზმოზე უნდა მიხვიდე, რომ კუჭი ცარიელი იყოს და კედლები კარგად დაათვალიერონ + ამოზიდებისას არაფერი ამოგივა პირიდან რადგან კუჭი ცარიელი გექნება).
რომ გამოხვალ - შემდეგი 3-4 საათის განმავლობაში (ან მთელი დღის განმავლობაში) გექნება შეგრძნება, რომ ყელზე რაღაც გედება.
ჩვეულებრივ აგრძელებ ცხოვრებას პროცედურიდან გამოსვლის შემდეგ.
პ.ს. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ლიდოკაინზე ალერგიული არ ხარ.
გაიხსენე თუ ოდესმე გაგიკეთებია რამე პროცედურა ლიდოკაინით(კბილის ამოღება, ან კბილის დაპლომბვისას გაყუჩება)..
ან რამე ლოკალური ანესთეზიით ჭრილობის გაკერვა ან რამე, რა ვიცი.
ან ანალიზი გაიკეთე ლიდოკაინის ალერგიულობაზე.
This post has been edited by Miria on 9 Dec 2018, 02:47