ზურაბ მურვანიძეს
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
ბატონო პრეზიდენტო!
მალე შესრულდება ერთი წელი (11 აგვისტოს) მას შემდეგ, რაც მოგმართეთ თქვენ პირადი შეხვედრის თხოვნით.
განცხადებას თან ახლდა დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა საქმის ვითარებას.
შარშან ოქტომბერში თქვენი ადმინისტრაციიდან მივიღე შეტყობინება, რომ დოკუმენტები გადაეგზავნა პროკურატურას (# 12481, 19.10.09).

წლის ბოლოს დაბარებული ვიყავი პროკურატურაში, ბატონ ალექსანდრე იმედაშვილთან, რომელთანაც მქონდა საუბარი და ქვემოდ მოყვანილ საბუთებზე გამახვილდა ყურადღება.
მიუხედავათ დოკუმენტებში აღმოჩენილი სისხლის სამართლის დანაშაულობისა, არც მე, და როგორ ჩანს, არც პეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხი პროკურატურიდან არ მიუღია.
ნება მომეცით დაგისვათ რამოდენიმე შეკითხვა თქვენ და თქვენი ადმინისტრაციის იურისტებს, რომელსაც გაქვთ მიღებული იურიდიული განათლება.
1. არის თუ არა დოკუმენტი ყალბი< რომელიც:
• ჩაბეჭდილია ბლანკზე, რომელიც 1995 წლის შემდეგ არის დაბეჭდილი, ხოლო ბლანკზე თარიღია 1992 წლის 15 სექტემბერი,
• ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია ლარებში, თუმცა ლარი საქართველოში ბრუნვაში შემოვიდა 1995 წელს,
• ბეჭედი და ხელმოწერა არის პიროვნების, რომელიც ამხანაგობის წევრი გახდა 1993 წლის სექტემბერში,
• ბეჭდის შექმნის უფლება ამხანაგობას მიეცა მხოლოდ 1992 წლის 7 ოქტომბერს ?



2. 12 წლის განმავლობაში რატომ ვერც ერთმა მოსამართლემ ქვემოდ აღნიშნულ გარემოებას არ მიაქცია ყურადღება? თუ ეს გასაგები იყო წინა ხელისუფლების დროს, თქენს მიერ დაწყღებულ სასამართლოს რეფირმის შემდეგ გაუგებარი ხდება.
• ერთ–ერთი მოპასუხე სასამართლოში წარადგენს ცნობას, რომ იგი ჩაწერილი არის 38 ბინაში იმ სახლში, სადაც სულ 36 ბინა არის რეგისტრირებული (თუმცა ერთმა მოსამართლემ გაიხუმრა: კარლსონი ყოფილაო);


• ჯერ კიდევ სასამართლოს დაწყებისას სასამართლოს ჰქონდა გამოტანილი დადგენილება იმის თაობაზე, რომ სადაო ფართი გასხვისებას არ ექვემდებარება;

• რატომ ხდებოდა ფართის გასხვისება სასამართლოს ავლით? რატომ არ ამახვილდებოდა ყურადღებას სასამართლო იმ გარემოებაზე, რომ გამგეობის თანამშრომლები არღვევდნენ ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება გამგეობაში იყო;

• რატომ არ მოითხოვა სასამართლომ წარდგენილი დოკუმენტის ექსპერტიზა ან თუნდაც დედანი;

• ვის ან რატომ გადასცა მოპასუხემ 25 000 (ოცდახითუ ათასი) ამერიკული დოლარი და სად იყო ეს აღრიცხული,



• თუ სასამართლოს მიერ ერთადერთი ჩემს მიერ წარდგენილი ორ ჯერ ექსპერტიზა ჩატარებულო დოკუმენტი ამტკიცებს, რომ მე 12 000 (თორმეტი ათასი) ამერიკული დოლარად ღირებული (1992 წელს) სამშენებლე მასალა გადამიცია მშენებლებისათვის?

3. როგორ დაუშვა სასამართლომ, რომ სასამართლოს მსვლელობისას მოპასუხე ორგანიზაცია აცხადებდებს თვითლიკვიდაციას, ანადგურებს ყველა ორგანიზაციაში არსებულ დოკუმენტებს და ამას სასამართლოზე აცხადებდეს!;
4. რატომ ვარ ვალდებული ბაჟის სახით ქალაქის სასამართლოში 1540 (ათას ხუთას ორმოცი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში, საკასაციოში 2400 (ორი ათას ოთხასი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში გადავიხადო, ხოლო უზენაესში 2 400 (ორი ათას ოთხასი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში უკვე გადახდილი მაქვს? სულ ბაჟის სახით გადასახდელი მქონია 5940 (ხუთიათას ცხრაას ორმოცი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში, აქედან 2 400 (ორი ათას ოთხასი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი უზენაეს სასამართლოში გადამახთევინეს. რატომ?
5. რატომ მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოთხოვნისას სასამართლოებმა არ ჩაუტარეს ექსპერტიზა მოპასუხის მიერ მოტანილ საბუთებს?
6. როგორ შეიძლება უზენაესს და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ გაითვალისქინოს ქალაქის სასამართლომ, და პროცესი წაიყვანოს იგივე მიმართულებით, როგორც წინამორბედებმა?
7. რომელ კანონში ეტევა სასამართლოს 5 წლით გადადება 2002–დან 2007–მდე?
არც ერთმა ინსტანციამ – სასამართლომ, პროკურატურამ, იუსტიციის საბჭომ, პარლამენტმა, თქვენმა ადმინისტრაციამ – არანაირი პასუხი ამ შეკითხვაზე არ გამცეს.
რატომ არ რეაგირებს პროკურატურა ჩემს განცხადებაზე 1998 წლიდან 2010 წლამდე? იქნებ მოყვანილი დოკუმენტები მათთვის კრიმინალს არ წარმოადგენს?
მე არ მამოძრავებს გამდიდრების მანია, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ განვაცხადე, რომ თაღლითებისაგან ამოღებული თანხა სრულად მოხმარდებოდა უპატრონო ბავშვთა სახლებს. მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი უსამართლობას. ჩემი მიზანია – დაისაჯოს თაღლითები და კორუმპირებულები, ვინაიდან ისენი ბილწავენ ყველას ვისაც შეეხებიან. თქვენი გამოსვლებიდან ჩანს, რომ თქვენი ერთერთი მიზანი არი თაღლითების დასჯა და კორუპციის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში.
13 აპრილს 2010 წლის უზენაესმა სასამართლომ (მეორემ, პირველი 2002 წელს შედგა, და საქმე დაიშალა და ქვემო ინსტანციებს დაუბრუნდა) ჩემ დაუსწრებლად, გამოიტანა გადაწყვეტილება,სადაც არ გაუთვალისწინებია არც ერთი ფაქტი ,რის გამოც მივმართე უზენაეს სასამართლოს, და პროცესი წავაგე. თუმცა, ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ პროცესში დაშვებულია უამრავი პროფესიონალური უზუსტობები, არ არის გამორიცხული, რომ ეს უზუსტობები არ იყოს შემთხვევითი.
მაგალითად: თუ ამხანაგობას მშენებლობის განახლებისას გამოეყო წილი 500 კვადრატული მეტრი, ანუ მინიმუმ 250 00 (ათას ორმოცდაათი ათასი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი (მოსამართლე სისვაძის შეფასებით (სხვათაშორის, რა კრიტერიუმებით ხელძღვანელობდა მოსამართლე ფართის შეფასებისას?), რატომ 12 წლის განმავლობაში არც ერთ მოსამართლეს არ დაებადა სურვილი მოეთხოვა მოპასუხისაგან საგადასახადოს დოკუმენტაცის, რომელიც დაამტკიცებდა მოპასუხის კეთილსინდისიერებას?
თქვენის აზრით, დოკუმენტების და ბეჭდის გაყალბება, სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება, გადასახადების არ გადახდა, ცრუ ჩვენებები – ეს ყველაფერი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? ამ ფაქტების არ დანახვა არ არის რბილ შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, თუ მეტს არ ვიტყვით? და კიდევ – ერთის გარდა, ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი სასამართლოში მოპასუხის წარდგენილია. ნუთუ მოპასუხე ასე დარწმუნებული იყო რომ სასამართლოს წარუდგენდა ყალბ დოკუმენტებს, და მას პასუხს არ მოსთხოვდენ, თუ ამაში დაარწმუნეს? ვინ?
ვის მივმართო? სად ვნახო სამართალი?
სად და რატომ მოვოძიო ის თანხები, რასაც სასამართლოები ჩემგან მოითხოვენ? როგორც აღმასრულებელმა ჩვენი საუბრისას ამიხსნა, ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი თანხის არ გადახდისა გარდაცვალება ყოფილა.
ამიტომ გადავწყვიტე: მე დაველოდები თქვენს პასუხს კანონით გათვალისწინებულ დროის განმავლობაში, და თუ ეს პასუხი ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, არ მივიღე ამა წლის პირველ სექტემბრამდე, პირველ სექტემბერს ვიწყებ შიმშილობას – ერთი მიზნით: გადავარჩინო ოჯახი უკანონო ბაჟების გადასახადისაგან, ხოლო ჩემმა შიმშილობამ საზოგადოების ყერადღება მიიქციოს კანონ აღმასრულებელთა გულგრილ, არა კომპეტენტურ, არა პროფესიონალურ ქმედებებზე.
ვიცი, ამ განცხადებასაც თქვენი ადმინისტრაცია არ გადმოგცევენ, ამიტომ ჩემი გარდაცვალება მთლიანად მათ დაეკისრება.
პატივისცემით,
ზურაბ მურვანიძე
საქართველოს პარლამენტის (92–92) წევრი,
საკონსტიტუციო კომისიის წევრი,(95)
საქართველოს დეკრეტული დროის ავტორი,
ატლანტის საპატიო მოქალაქე,
საქართველოს დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი
http://zmurvan.ge/29 07 2010.