#21020356 · 7 Aug 2010, 15:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2010 წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა 1973 წ.დ. ნიკოლოზ კვეზერელი, რომელმაც 2009 წლის 6 აგვისტოს კორეელ ინვესტორს ჩელ ჰო პაკს მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ გამოსძალა 10 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2009 წელს ნიკოლოზ კვეზერელმა ამავე კორეელ ინვესტორს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250 000 აშშ დოლარი. ასევე 2009 წელს კვეზერელი თაღლითურად დაეუფლა კორეელი ინვესტორის „ინფინიტი“- ს მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს.
დაკავებისას ნიკოლოზ კვეზერელმა გასწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე და 353-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
--------------------
I'm not a conspiracy theorist - I'm a conspiracy analyst
|