დასავლეთში ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაიგონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ადრეც აღვნიშნე, რომ კრემლში არც შევარდნაძე ეხატებოდათ გულზე. რუსეთისთვის პრობლემა იყო და არის თავად საქართველო, მისი გეოპოლიტიკურ მდებარეობა, დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, დასავლურ ორიენტაცია და ქართველი ადამიანის _ საქართველოს მოქალაქის მენტალობა, რომლისთვისაც თავისუფლება იმაზე მეტად აღმატებული რაობაა, ვიდრე თვით დემოკრატია. ქართველისთვის თავისუფლება არ იწყება ნორმითა და დოგმით. ქართველითვის თავისუფლება იწყება რწმენითა და საქართველოთი და ეს არის გენეტიკური კოდი. ამ აზრს რომ მეტი ემოცია შევძინო, 1922 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვებს გავიხსენებ, რომლითაც მან ბოლშევკებს მიმართა: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!" პათეტიკა არ არის, ნამდვილად ასე იზომება ქართველისთვის თავისუფლება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იგი ღრმად მორწმუნეა თუ ათეისიტი.
http://ghn.ge/news-20105.html
მიმაგრებული სურათი