poet4ik
დედოფალი გააბახეს, ბახმა რა ჩემი ბრალიაო და ბეთჰოვენი ისევ ყრუა

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1222
წევრი No.: 119387
რეგისტრ.: 9-August 10
|
#23892517 · 8 Feb 2011, 02:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გოგო იგივე...
შუა ღამე უეცარმა წვიმამ აატალახა, მუზააშლილ მეძავივით ვეწამე და ვევნები, როგორც მონა მძიმე შოლტით მიწა ისე გალახა, ხოლო მერე ჭრილობებზე დააფრქვია ცრემლები.
კვამლია უფრო მეტი, ჰაერზე გაჯიბრებით და შენი წვრილ წვივები სველი და ნატალახარ, იმ დროზე უფრო მეტად სიტყვებს, რომ ვაჯიბრებდით, მიყვარხარ. თუმცა ვხვდები ჯერ ისევ პატარა ხარ.
ხელების ჯვარედინი პოზა და თეორია, შეშლილი პოეტების. რითმების შეშლის და... აივანს მიაშურებთ ასეთი ქედმაღალი, ხოდა მის თქვენი ეშხი ვის აღარ შეშლიდა.
აქ მინდა დავამთავრო მემგონი ამერია, რამსი და ნერვებიდან გადავსხი რაც დესანტი, ადრესატს არ წავაწერ ქალები რამდენია, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ მაინც ადრესატი.
[/B]
[B](გოგო იგივე სხვა ნაპირებიდან
ახლა გამირთულდა სიტყვა ვინაიდან, გულით მოგიკითხავ გოგოვ "მოგაფერი" რომ ამოდიოდი სველი მდინარიდან და წნორ-ტირიფები წელზე მოგაფერე.
მიათამაშებდა ტალღა ბორიალით თავშალს. შენ იდექი მორცხვად, დიაცურად, მერე ეშმაკურად გვერდი მოგიარე, ბროლის კერტებისკენ თვალი მივაცურე, ჩემდაუნებურად.
მთვარე გოთვერანი უკვე ტყეს ნაღმავდა, შენ კი მიჰყვებოდი შარას "მოგაფერი" როცა ვეღარ გნახე ანუ რომ დაღამდა, მაშინ ტუჩის ნაცვლად ლექსი მოგაფერე. ------------------------------------------------ ტალღებს მიჰყვებოდა უკვე უსარგებლო გრძნობის ნაჯერები, ისე არ უნდოდა ამ დღეს დაღამება ცას ებერებოდა, მე კი სულელ გოგოს, ათი ათასნაირ ზღაპრებს გაჯერებდი და სხვა ზღვის გადაღმა, სულ სხვა ნაპირებზე მზე ესვენებოდა.
Hasta La Vista,
უკვე დილაა დაიწყო ექვსმა თავისი სოლო რიჟრაჟებს დაჰფენს მოზაიკად ხეების ჩრდილი სულ ცოტა ფეთქვა დარჩა ღამეს და უკვე ბოლო წუთებს აცილებს განთიადი…სუნია დილის
თეთრი პერანგით აივანზე გამოდის გოგო ქერა და მშვიდად ჩაისუნთქვს ამ დილის ნიავს უკვე რამდენი დილა არის ლექსის და გოგოს… წამართვა მთვარე ქერა გოგომ და სადღაც მიაქვს
იღვიძებ ახალც ისევ ისე თამასშობ დილას მიდიხარ სადღაც…ქვაფნილზე ეშვები მდორედ მოგყვები ისე როგროც ბარგი ან როგორც კისტა მიყვარხარ გესმის? მიყვარხრ და… Hasta La Vista,
მე კი კონიაკს აივანზე ღამიდან ვწრუპავ ისევე ისე არ მაძინებს ფიქრები შენი სულ ცოტა ფეთქვა დარჩა რიტმში ღამეს და ბოლო წუთებს აცილებს განთიადი სუნია დილის
საავადმყოფოს რიტმში,
ჩემს ოთახში უჰაერო სურნელია, შენს პლატას მაინც სხივი ანათებს. ჩემს ცის თავზე მონაცრისფრო ღრუბელია, თქვენთან კიდევ მზე ახუნებს პალატებს.
ჩემს ოთახში სიმარტოვე ჩურჩულებს და… თქვენთან კიდევ გულისცემას გითვლიან ჩემან ისევ მძაგდა სიტუაციაა თქვენთან ახლაც საავასდმყოფოს რიტმია
ჩემთან დილით ფანჯრებიდან ისმის ქარის თქვენთან ალბათ სიმშვიდეა სამოთხის ლექსები კი მეწერება ისევ-ისე დაგიგროვდა წასაკითხი სამ-ოთხ დღის
ნაფაზ ნაფაზ იფერფლება ჩემი ღამე თქვენთან უკვე განთიადის სუნია ისევ-ისე შპალერზე ვწერ ახალ ამბებს მაქედან კი მოსჩანს ალბათ დუნია
დამთავრება მიჭირს ხოლმე ლექსების და… ვიცი ახლა ჩემთან როგორ გწყურია ჩემს ოთახში უჰაერო სურნელია მაგ პალატას კიდევ შენი სუნი აქვს
(ეძღვნება ანუკი მოსიაშვილს რომელიც ახლახანს გამოწერეს საავადმყოფოდან ჯანმრთელობას ვუსურვებ)
უსათაურო, ნისლიან ქუჩებს შეერია წითელი სისხლი შავი ასფალტი მამაკაცის სამოსელს იკრობს დაცდა ქალაქის კუთხეში და ფიქრები იგი ცამეტი დღეა ვიღაც რეგვენი ამაზე ვფიქრობს ამბიციურად აივანზე კონიაკს ვწრუპავ და ველოდები ისევ იმას იმ დიაცს სიძვის ტკივილი რიდით შენისლული კვამლი და დიდი… სიყვარული რომელიც გულთან ასე დარდივით მიმაქვს საფერფლე სავსე მირაჟებით სავსეა დილა დაცლილი ჭიქა სიყვარულის სიმთვრალეს ბოდავს ძარღვებში სისხლის ასწრაფება არაფერს არ ქგავს თუმც პოეტურად შევადარებ ამ სტრიქონს მოცარტს კლავიშებს როიალის ორფერად დარიგებულ რიგებში თანწყობის განწყობას იგრძნობ და… ვინ ფიქრობს ტაეპებად დაყოფილ ცხოვერბაზე თუმც სუნი ტაეპების აქ მძაფრად იგრძნობა ხასიათს ისე უჭირს ნერვები მომეძალა შევედი ტაძარში და სუნია საკმეველის შევთხოვე რომ ვიცხოვრო მხოლოდ იმის ძალა მომეცი უფალო და იქ მოვალ სადაც მელი ნისლიან ქუჩებს შეერია წითელი სისხლი შავი ასფალტი მამაკაცის სამოსელს იკრობს დაცდა ქალაქის კუთხეში და ფიქრები იგი ცამეტი დღეა ვიღაც რეგვენი ამაზე ვფიქრობ
(აღარაფერი დარჩა საწერად საუწერელიც უკვე დაწერილია),
წერენ პოეტები განთიადზე, ისე უგრძნობლად და უ-განცდებოდ, თითქოს არ უნახავთ არასოდეს, თითქოს ღამეს სულ არ გაცდენოდნენ.
წერენ პოეტები გაზაფხულზე, წვიმას მოიტანენ რითმებიდან, თითქოს ხეტიალით დაიღალნენ, თითქოს წვიმის სუნით ითვრებიან.
წერენ პოეტები ქალწულებზე, ქერა თმებითა და მაღალ ყელით, წერენ პოეტები უხეშად და შლიან პოეზიას ცალი ხელით.
წერენ პოეტები შემოდგომით, ზამთარ-ზაფხულ წერენ უგუნებოდ, დაუწერელს წერენ პოეტები, ვითომ პოეზიით ვგუგუნებთო.
წერენ პოეტები ვითომლექსებს, გროშის მომლოდინე ნაძირლები, მე კი უფასური ლექსი მიყვარს, ხოდა ჩემებურად ავტირდები.
წერენ პოეტები, ხოდა წერონ! თავის ხელოვნური რითმებით, არ დაემსგავსებით ვიცი ძმებო, არ დავემსგავსებით გპირდებით.
წერენ პოეტები განთიადზე, ისე უგრძნობლად და უ-განცდებოდ, თითქოს არ უნახავთ არასოდეს, თითქოს ღამეს სულ არ გაცდენოდნენ.
მარტივად,
თვითმკველობა ლექსის თუ, გარდამოხსნა ძელიდან, შუაღამის სტრიქონებს ფანტაზია შველიდა.
შენ სადღაც იქით, მე კიდევ აქ ვერ გამოვუცვალე ღამეს ცის ბინა, შენ ახლა გძნივას, მე კიდევ აქ ვწერ, რომ მომენატრე, რომ შენთნ მინდა გამოსათქმელად უფრო ადვილი, შეგრძნებისთვის კი უფრო დიდია, ის რომ უშენოდ წუთები მწარე, წლები მიდიან..... შენ სადღაც მშვიდი ძილით გძინავს და.... აქ ბორგავს ჩემში რითმის სტიქია, ღამე წყვდიადში თვალებს მინაბავს, ახლა ეს ლექსი უფრო დიდია, გათენებას რომ შეაშრა მელანი, მთვარეს უკნიდან ექაჩებიან, ღამე მარტი(ვად) გადმომზირალი დედაჩემია.
ბოშა ესმერალდა
ბოშა უკრავს, ესმერალდა ცეკვავს ფლამენკოს, ბოშის თვალები ისეთია ცეცხლით წაგლეკავს, ხოდა, როდესაც ესმერალდა აწევს ალეგროს ღვთსმშობლის ტაძრიდან ვეებერთელა ზარი დარეკავს.
წითელი კაბით ბოშა ისევ ცეკვავს ფლამენკოს, მისი დაირა მის თეძოზე გიჟურ ირხევა და როცა კიდევ ერთხელ აწევს ბოშა ალეგროს, ტაში, ხმაური, ოვაცია ხალხში ირკვევა.
ტეკილას არომატით თავბრუდახვეული იძნებს ქალაქი, ბოშებიც თავის კარვებისკენ ემართებიან, მზის ჩასვლის შემდეგ, რომ მოითხოვს ყველას ალაგი, ბოშის შვილები გასაპარად ემზადებიან.
ტიჩინოს პირას სადაც ადა ერთვის ტრებიასს, ულამაზესი ხედებით რომ ტკბებიან წყვილები, ბოშა ბავშვებიც მდინარესთან ზურგზე წვებიან და პერანგების შეხსნილი აქვთ გულზე ღილები.
გათენებისას ბრუნდებიან თავის კარვებში, პასაკალია როცა ამხნევებს უძინარ ზარებს აქ იტალიის, ტალბიაკას მოედანთან ესმერალდა ცეკვავს ფლამენკოს, ცეკვავს სიგიჟით, ემოცია ცაზე დიდია, ირხევა დაირა და ბოშა აწევს ალეგროს.
შენ და მანგლისს
ცას ფერი აქვს ალუბლის, მთვარე ჩუმი, ცივია, სონეტები მთვარეზე ეპითეტებს ტირიან, წვიმა ისე გახშირდა, სველი ციდან დინარი, გადმოხეთქავ ამაღამ კალაპოტებს მდინარის უეჭველად, დრო ცივა, აწვიმს მანგლისს ღვარებად, ზეცას შენი თვალების უკვირს გამოდარება, ცრემლშემშრალი ალიონს ორთქლი ასდის ესკიზად, როგორც იქნა შენ და ღამეს გათენება გეღირსათ.
ლამაზია
ჩემი სიყვარული ლამაზია, ისე სილამაზის ზენიტშია, ადამიანები არ კმარა და დილის მტრედებიც კი შეიჩვია ფანჯარაზე.
სისხამ გადმომდგარი აივანზე როგორც სერაფიმი ფრთაგაშლილი, მერე დავაცხრები ლექსის წერას როგორც მონადირე, დაგეშილი კვალს ნადირის.
სხივიც ისე უცემს საყელოზე სივრცემოხდენილი სიმფონია, თითქოს დედოფალი გამოაწყვეს თითქოს საქორწინო შიფონია მისი კაბა.
ისე ეხარბება დილის სიოს ხვალ, რომ ვეღარ ნახავს გეფიქრება, ზემოთხსენებული მტრედები კი უფრო გამოვკვეთე დეფისებად.
ჩემი სიყვარული ლამაზია, ისე სილამაზის ზენიტშია, ადამიანები არ კმარა და დილის მტრედებიც კი შეიჩვია ფანჯარაზე.
გამიშვი
გამიშვი ნუ დამედევნები უბრალოდ გამიშვი გთხოვ ნუ მომაძახებ ნურაფერ ნუ მომაბრუნებ ჩემი მიზნისკენ გამიშვი არ ვიშლი? ფერად ცას ნუწამიშლი ეს არ მაცოცხლებს მომკავს პირიქით გთხოვ გევედრები გამიშვი მთვარეს გავყვები დილით მზეს ალბათ მიჩვენებ ვარსკვლებიც სად მაქვს ოცნება სად სიკვდილი მინდა არ ვიცი მაგრამ არა აქ არა შენს გვერდით გამიშვი გთხოვ დამიცდი? ალბათ ვერა შე ცაზე ლამაზო ხოდა გამიშვი ჩემი მიზნისკენ უბრალო ლექსებით მინდა არსებობა მინდა არსებობდე ჩემს არსებაში გამიშვი ცისკენ მივდივარ საგზლად მიმყვება დიდება შენი თუ დავბრუნდები შენც მოგიყვები რომ ანგელოზებს დიადემა შვენით ახლა გამიშვი ცრემლებს ნუ დამადევბნებ ეს არ მაცოცხლებ არ მძალგიძს დარჩენა რატომ არ იშლი? მთვარეს გავყვები გამიშვი გთხოვ
ნუ შემხვდები ქუჩაში აწი
გამოიხურე კარები, უღვთოდ წადი და არ დამესიზმრო, არც არასდროს შემხვდე ქუჩაში, მხოლოდ იმ ღამის მადლობელი ვრჩები ამაღამ, სტრიქონდენიდან მირონად რომ გადმომაღვარე. თვალის დახრით თუ დამალავდი ვფიქრობ სიმორცხვეს, კვამლში გახვეულს ნაცრისფერი გეცვა პერანგი, პირველ კოცნის დროს მახსოვს, როგორ მორცხვად იმორცხვე ხელზე კოცნიდან თუჩზე ამბორს როცა ვბედავდი. უხერხულ დუმილს მიენდე და ბედს უფრო ვფიქრობ, არ გამიბრაზდი, არ გწყენია ,არც დაიმიშალე, შენი საწოლის კალთებიდან ამდგარ ნისლების, სურნელითა და ფერმრავლობით რომ შევიშალეთ. ღამეც გვაცდიდა, გვდარაჯობდა მგონია უფრო, ჩვენი შვილივით ხორბლისფერი მთვარის სანათით, მაშინ ვიფიქრე, სიბნელისთვის სადა გვცალია ღამევ განათდი! შენს მკლავებში წოლილ სინათლეს, დრო დაელია, დაეცალა ყოფნის ხალისი, მაშინ ვიფიქრე, ახლა ვწუხვარ ახლა განვიცდი და ჩემი ბედის მივაქანებ ბორბალს, არ ვიცი საით, რომელ ზღუდისკენ, კარიბჭესთან მივალ არ ვიცი და გამომღები კარის არ დამხვდება იქაც არავინ. იმ ღამის ხათრით ნუ შემხვდები ქუჩაში აწი, ნუ დამანახებ, რომ სილამაზე შენი არ ჩაქრა, რომ ღვთისმშობელი შენში ისევ ცოცხალი არის, იმ ღამის ხათრით სიყვარული სადაც გადარჩა, ნუ შემხვდები ქუჩაში აწი
ახლა ისე ამაყია
ახლა ისე ამაყია ნაწვიმარი მთაწმინდა, თითქოს ნისლის ნაბადიდან ყელს იღერებს მოხუცი, მაშინაც ხომ აქ იდექი ტყვიები რომ გვაწვიმდა ისტორია დიდი გაქვს და უკვე ას გზის მოხუცდი. მოკვეთილი მარჯვენაა სამაჩაბლო ვწუხვარ და მარცხენაშიც გვეცილება მტერი სულთამხუთავი, ცალ ხელში ხომ შეგვრჩა ძალა აზარფეშა ავწიოთ, ვადღეგძელოთ სამშობლო და თან ვადიდოთ უფალი. ნარიყალას ციხე-კოშკებს ეს რა ძალა ჰქონია? ყველა ქართველს სიყვარული დაანათლოს ქართლისა ზოგი ამბობს, საქართველო თითქოს თითის ტოლია მე კი ვამბობ, დიადი და კაშკაშკია სანთლისა. ახლა ისე ამაყია ნაწვიმარი მთაწმინდა, თითქოს ნისლის ნაბადიდან იმზირება მოხუცი, შენ, ყოველთვის აქ იდექი ომები რომ გვაწვიმდა, დიადი ხარ საქართველოვ, ლამაზი და მოხუცი.
* * * * * * * *
იწყება წვიმა და უსასრულო ხდება ამინდი, უფერო წვეთების, ფერები წევეთავენ, ამაღამა მოვალ და სიყვარულს აგიხსნით, სიტყვებით, რომლებიც სიცოცხლეს კვებავენ. საწოლთან, დახეულ ოცნებებს დაგიყრით, წვიმიდან შემოსულ გაწუწულ ბავშვივით და მერე კოცნებით მაგ ტუჩებს დაგისვრით, ნუ ღელავთ ძვირფასო, მომენდეთ, დამშვიდდით. ამაღამ, პირველად უყუროთ წვიმას და მერე შევიშალოთ, მარტის ამინდივით, იფიქრეთ, მარტოობა თვალებს რომ ყინავდა, თვალებს, რომლებიც მწვანეა ხავერდივით. შენ კი, ლამაზი ხარ ასე რადგან, ჩემი რომანტიზმი (ცარას გავლენა) უნდა მიგატოვოთ, ეს დროც დადგა, წვიმამ გადაიღო და ბნელა, სამწუხაროა. იწყება წვიმა და უსასრულო ხდება ამინდი, უფერო წვეთების, ფერები წევეთავენ, ამაღამა მოვალ და სიყვარულს აგიხსნით, სიტყვებით, რომლებიც სიცოცხლეს კვებავენ.
* * * * კედლის კალენდარს დაუხაზავს ოქტომბირს შვიდი და შემომსხდარან ფანჯარაზე წვიმამიმები, ამინდი ასე მღელვარე და ასე მშვიდი, ვფიქრო მსგავსია სიყვარულზე დოგმატივების. წვიმა ნაცრისფერ სამოსელში ვეღარ ეტევა, გარეთ ქარია, ქალია და უფრო მშვიდი, საღამოს ალბათ ეს ამინდიც გამოერკვევა, რომ პოეზია არ არსებობს წვიმაზე დიდი. ბოლოს დამჩემდა შენზე წერა, შენთვის და ასე, შენი სახელით დილას უკვე სავსე სტროფი, სალომე გქვია ანუ სალი და ლექსებს ავსებ, თეორია კი ისევ სველი, მთვრალი და ოპი- უმივითი გავაბრუებთ ჩვენ ერთად ოდეს ღამეს, რომელიც ღამესავით იტანს ყველაფერს, ამ ლექსის ნაცვლად ალბათ უნდა სიყვარულს გთხოვდეს, პოეტი ,ვინაც ვერ მიიღებს ბოლოს ვერაფერს, გარდა ცარიელ ხელებისა და როგორც უწინ, ხეტიალს ვარჩევ, ნარიყალას წავალ და ვისაც, ოდესმე ვინმე ყვარები,ა უყვარს ან უწყის, შეუყვარდება სწორედ იმას დაუნთებ სანთელს. კედლის კალენდარს დაუხაზავს ოქრომბრის შვიდი და შემომსხდარან ფანჯარაზე წვიმამიმები, ამინდი ასე მღელვარე და ასე მშვიდი, ვფიქრობ მსგავსია სიყვარულზე დოგმატივების. შენ ფიქრომ სალი.....
(მთელი დედამიწა შენი სამოსელი)
მთელი დედამიწა ტანზე შემოიცვი, მთვარე შესაცვლელად ჩადრის აგიღია, შენში შემიყვარდა მარტი გეფიცები, ჩვენ ვიცით მაგრამ სხვებმა არ იციან....
შენი თვალებია ყველა მდინარეთა, კალაპოტები რომ უკვე დაგიცლია, შენში შემიყვარდა ცრემლი გეფიცები, ჩვენ ვიცით მაგრამ სხვებმა არ იციან....
თმებით დაატარებ სურნელს განთიადის, ყელზე ჩემი დარდი მძივად დაგიდია, შენში შემიყვარდა თმები გეფიცები, ჩვენ ვიცით მაგრამ სხვებმა არ იციან....
ხელისგულებიდან შორი ბილიკები, როგორც ერთხელ გვითხრეს გრძობის საწყისია, შენში ჩემი თავი ვამბობ შემიყვარდა, ჩვენ ვიცით მაგრამ სხვებმა არ იციან....
ღამით გვესიზმრება ისევ ერთმანეთი, და სიყვარულები უფრო იზრდებიან, ჩემში შეგიყვარდა ცხრა თვის სილამაზე, ჩემი სიყვარული შენი სიზმრებია.
პირველი კითხვა ჯერვერმოსაუბრეს (ეძღვნება დისშვილს)
ოთახში შენ და მე, ირგვლივ სინათლე ყრია, მე მეყვარები შენ, და შენც მე ალბათ ძია. შენი თვალები დღის აქ სიკაშკაშეს ქმნიან, მე შემიყვარდი შენ, შენ გეყვარები ძია? ერთი ციცქნა ხარ ჯერ, დღეები სწრაფად რბიან, ჩემი დისშვილი შენ, მე კი პოეტი ძია! ლოცვას გიკითხავ ხოლმე ღამით...გძინავს და ნიავს, მე გამოვატან შენ- თან უამრავ კოცნას ძია. ელენე გქვია და.... სანთლის აჯობა კიაფს, შენმა სინათლემ მზის, მეც დამაბრმავა ძია. დედის სუნი გაქვს სულ, თმაში და ხელში ქლიავს, ჭიაყელივით ჭამ პირმოთხუპნული ძია. ოთახში შენ და მე, ირგვლივ სინათლე ყრია. მე შემიყვარდი შენ, და შენ გიყვარვარ ძია?!
(სამი ექპრომტი ერთ ადრესატს)
მე და შენ... ფირფიტა მორისონის... ფიქრები კაეშანი...დაგვაშორეს... ვფიქრობდი ოდესმე შემხვდებოდით, და რამეს იტყოდი სხვათაშორისს.
გაება საღამო ორღობეში, ხოდა ნაწნავები ჩამოშალა, დრომ დროზე უხამსი განთიადი, ადგა და გულიდან ამოშალა.
არცნობა ცნობითი...მოგასწარი... როგორც არყოფნის თეორია, მაჩუქე (მოტივით) მოპასანი ჩვენს შორის ორივე დემონია.
ქალური სიმშვიდე განარისხე, საღამოს შენეული სუნი ასდის, მიყვარხარ... ვიფიქროთ აღარც ისე, თუმცა მოტყუება რთული არის.....
ჩხუბზე კარგი ერთადერთი რამე ვიცი, პოეზიით დაიღლები ამჯერადაც, ჩხუბის მერე შერიგებას დამიჯერე, არ ჯობია არაფერი, არ გჯერა და... მინდა კიდევ როგორც უწინ გაგაბრაზო, მოვისმინო ყველაფერი უდიერი, მე ვარდით დაგიმშვენო სადარბაზო, შევიყვარო ყველაფერი სულიერი... და შენ მაინც სიბრაზისგან ქალურობა, ცრემლებითა და მოწყენით შეირიდნდე, მინდა კიდევ როგორც უწინ გაგაბრაზო, რადგან მერე ასე ტკბილად შეგირგდე.
გაათენა მთვარემ ღამე შენს სარკმელთან, ვარსკვლავები გაულოთდნენ ძმა ბიჭივით, მაშინ თურმე ჩემი მუზა ლექსს აკმევდა, და მიჭირდი ფეხადგმულის ნაბიჯივით.
გულში სადღაც მზეს და მთვარეს ვუყოფ ადგილს, რთულია და ზეცამ როგორ მოახერხა, ახლა დილას შენი ტანის სუნი ასდის, შენ ხომ დილის ერთადერთი მოახლე ხარ.
გაყვითლდა და შემოდგომა იღრინება, თურმე ზაფხულს კეკლუცურად გაეჭორა, აფთიაქში ყველაფერი იყიდება, თუმცა შენი დავიწყება საეჭვოა.
(ორი ლექსის აპრილი)
დამანებე მეაპრილა უშენობა, კაეშანი გავაბოლე. მენატრები, დღეში თითქოს ერთი დარდი მემატება, გადავლახე უშენობის ეტაპები.
დამათენდა შობის დილა, ჩაგიფიქრე, გაიკვირვე ძილი ჯერ ვერ მომერია, გულში ვეღარ გონებაში გაგიფიქრე, ვიფიქრე და მგონი არსად მომელიან.
აბა ვის რად დავჭირდები ნამთვრალევი, ცოტა იყოს პოეტური, არეულიც, თმაში კიდე რამდენიმე თეთრი ღერი, უშენიობის ჭაღარა მაქვს გარეული.
ახლა ვზივარ საათობით დუმილს ვისმენ, ტელეფონის.... გეფიცები გავგიჟდები, დამირეკე, გიპასუხებ ალო, გისმენთ, თუმცა ალბათ არ გაკლია ნაგიჟრები.
ახლა მე რომ არ ვიარო ქუჩა-ქუჩა, არ დავტოპო დაცვარული ჭალ-მინდვრები, არ წავიდე? არ ვიარო? მკიცხავ ფუჭად, თუ არ წავალ უეჭველად გავგიჟები.
აბა აპრილი მეგობარო როგორ ჩამოწვიმს, ჯერ ხომ მარტისთვის ბოლო აკორდს იღებს ღრუბელი, მაგრამ როდესაც მოდის ხოლმე ამინდს გამოცვლის, და ალუბლების ნაკვირტალი დგება სურნელი.
ერთი ოქტავით უფრო მაღლა გაზაფხულია და ამ სტრიქონით მინდა ახლა გული ვიჯერო, დედამიწაზე ყველა ლექსი გალახულია, ჩვენ კი ადამნმა აღარ ვიცით რა დავიჯეროთ.
შემოვიხიე ცისარტყელის ტანზე მანტია, აღარ გიჯერებ ქუჩა-ქუჩა წანწალს მიშლიდი, ახლა მანდ ალბათ ხელთუქმნელი ცეცხლი ანთია, ცოტა დაბლა კი ვიყინებით ლექსის შიმშილით.
დედამიწაზე მხოლოდ ერთი რამ გვაქვს საამო, როცა წმინდაცის ალიონზე მზე მკერდ იშიშვლებს, ხელაყრობილი ვიჩოქები ზღვისპირს საღამოს, და გავყვირივარ გევედრები ცაო მიშვილე.
აჰა აპრილი მეგობარო როგორ ჩამოწვიმს, აღარც მარტისთვის აკორდებით ტკბება ღრუბელი, ჩვენ რომ გვიყვარდა სწორედ ისე ამინდს გამოცვლის, და ალუბლობის ნაკვირტალი დგება სურნელი.
(სახალხო პოეტ ბექა ახალაიას ერთი ჩახუტების გამო)
გალაკტიონმა შემოაღო ანაზდად კარი და ხაზგასმული მოწიწებით, მახსოვს, იკითხა: "ოჰ, კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო?!" მურმან ლებანიძე
იყო ლექსები, ცოტა ცრემლიც და უფრო მეტი, დაჟინებული სურვილები შლიდა ბარიერს ხალხსდა ლექსს შორის. ისმოდა ტაში და ჯერართქმული ლექსებიც კი როცა დალიეს,
მოიშველიეს სხვათა ლექსები, (ავტორებს სურდათ) გაუთავისეს ახალ მსმენელს ყველა სტროფი და.... ფეხზე ადგომით აუწყებდნენ ბედნიერ მკითხვეთ, რომ სიყვარული მოჟონავდა ყველა სტროფიდან.
თუმც ბევრი იყო და ბევრიც აკლდა, ასე პირიქით, ემოცია კი წარუშლელი დამყვა თილისმად, ერთი საღამოც, კიდევ ერთი და კიდევ ერთი, გაბატონებულ შუაღამით შთანთქა თბილისმა.
ისმოდა ლექსი, თუ არ ვცდები "ბოლო ლექსი" და... ვფიქრობდი დაღილ მზეს თვალები არ აეხვია, დაგვიანებით შემოაღო პოეტმა კარი და უცნობ ძმაკაცს პოეტურად გადახმეხვია.
(ქალ პოეტებს)
დაგიცლი ნერვებით დატვირთულ ეშელონს, ღამეში ღამეებს ათევენ ლოთები, და როცა ქარბუქში გვედექი ეგიდად, ცალ-ცალკე გტოვებდით რითმიან ნოტებით.
დროს ფერებს უცვლიან წარსულზე ფიქრები, ფირია სამყარო, თაროზე უგულოდ ვინახავთ, რომ მერე თუ ღარ ვიქნებით, ვინც მოვა ჩენს მერე იმათმა უყურონ.
ტირი იმდენად ხშირად და უაზროდ, ქალი რომ არ იყო ალბათ გავიკვირვებ, ამასთან დიადი პოეტი უზადოდ და შენი ლექსებით უკვე დავიკვირტე.
ხანდახან მბეზრდება, ვამბობ: -ნამაზია? მიკითხავ ყოველდღე და დღეში ხუთჯერად, თუმცა ჩაფიქრებულს ნაღდად ლამაზია, რითმებით, რიტმებით, სიტყვებით, თუ გჯერა-
ლოცვებში ჩაქსოვილ ცრემლების, მერე ყველაფერი რომ მაინც ბედზეა, ლექსები მოგდევენ ხელების ცეცებით, როგორც საწმისისკენ იასონს მედეა.
დაგიცლი ნერვებით დატვირთულ ეშელონს, ღამეში ღამეებს ათევენ ლოთები, ახლაც თუ დაგვიდექ ქარბუქში ეგიდად, ისევე დაგტოვებთ შევერცხლილ ნოტებით.
--------------------
ბინა პატარაა, სად რას ატევ... მივსებს უშენობას ოდნავ ნაღვლიანი, დედაარღნიანი ,,სარასატე".
|