თანაპოლიტგანყელებო, აქ ბევრმა იცით, რომ ვთარჯიმნობ და ვთარგმნი სულ სხვადასხვა ტექსტებს. და აი ახლა 15 წუთის წინ მომივიდა სათარგმნად ასეთი შესანიშნავი რამ:
(გაფრთხილებთ, რომ კოპიპეისტითაა გადმოტანილი და ლექსიკაზე, სტილისტიკასა და ორთოგრაფიაზე თქვენი მონამორჩილი პასუხს არ აგებს

"ქალბატონებო და ბატონებო! ბოლო ოცი წელიწადია ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა ამბიციური და გაუაზრებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შედეგად, ავღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით. საუკუნეების მანძილზე არსებული მჭიდრო, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები დარღვეულია ქართველ, ოს, რუს, აფხაზ ხალხას შორის. ბოლო ოცი წელიწადია მავანთა მცდელობამ მტრის ხატის შექმნისა, მიზანს მიაღწია და დღეს, არათუ სახელმწიფოებრივ, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობის დონეზეც აღარ არსებობს კონტაქტი. დღეს ჩვენ ერთმანეთისგან მჭიდროდ ვართ გამიჯნული და თითქოსდა ჩვენს შორის შუღლისა და მტრობის გარდა, არაფერი არსებობს. ეს არ არის სინმადვილე და თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს ძალიან კარგად ვიცით.
ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც, ხაზგასმით ავღნიშნავთ, არ გაგვაჩნია არანაირი პოლიტიკური ამბიცია და არ წარმოვადგენთ არანაირ პოლიტიკურ ძალას, გვაქვს უდუდესი სურვილი, აღვადგინოთ საუკუნეების მანძილზე არსებული მეგორული. კეთილმეზობლური ურთიერთობები ქართველ, რუს, ოს, აფხაზ ხალხთან. ჩვენ მზად ვართ ფართომასშტაბიანი დიალოგის საწარმოებლად. ვთვლით, რომ ქართული საზოგადოების წარმომადგენლების ვიზიტები ოსეთში, რუსეთსა და აფხაზეთში ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული რეალური სიტუაციის შესწავლას, რათა ქართველ ხალხს და საზოგადოებას გავაგებინოთ სიმართლე და არა ის დეზინფორმაცია, რასაც ხელისუფალნი თავიანთი დაქვემდებარებული მასმედიების საშუალებით ავრცელებენ.
ქალბატონებო და ბატონებო! თქვენი კომისიის დახმარებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების დარეგულირებას და ახალი ისტორიის დაწყებას. იმედს ვიტოვებთ თქვენი კომისიის კეთილგანწყობის და თანადგომის ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს და კეთილ საქმეში.
პატივისცემით
გოგი ქავთარაძე - საქ. სახალხო არტისტი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, პროფესორი.
ელიზბარ ჯაველიძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
მერაბ ჯიბლაძე - პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი
ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი
ელდარ კურტანიძე - ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი
რეზო ესაძე - სახალხო არტისტი, კინორეჟისორი
დათო მაღრაძე - პოეტი, ვატიკანის უმაღლესი ჯილდოს კავალერი
რეზო ჩხეიძე - სსრკ-ს სახალხო არტისტი, რეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე
ნანა დევდარიანი - ყოფილი ომბუდსმენი, "სახალხო მართლმადიდებლური კავშირის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი
სოსო ჯაჭვლიანი - რეჟისორი, მსახიობი
ბორის ძანაშვილი - "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი
ლაშა ამირეჯიბი - "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი
ალექსანდრე დონაძე - "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი"
ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა ქართულითაა დაწერილი "ქართული საზოგადოების ელიტის" ეს მიმართვა!
"მჭიდროდ გამიჯნული", "დაქვემდებარებული მასმედიების", "ავღმოვჩნდით", "ავღნიშნოთ"... და შინაარსი ხომ საერთოდ

ყველაზე მეტად მომეწონა "ვიზიტები ოსეთში, რუსეთსა და აფხაზეთში"... სახელმწიფოებშიო, ბარემ მიეწერათ...
ერთი სიტყვით, რას იტყვით, უზერნო? ©