ქვევით BBC-ს ახალი სტატიაა, მგონი მეტნაკლებად სრულადაა აღწერილი რეალური მდგომარეობა, ჩამოვთვლი და რეზუმეც ეს იქნება:
1. რუსეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველად, საქართველოს მაგალითზე აჩვენა დასავლეთს, რომ ის ანგარიშგასაწევია (შესაბამისად პოზიციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დათმობს)
2. რუსეთს ადარდებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მიერ, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ პირად საუბრებში დასავლეთი აღიარებს ფაქტს - "საქართველომ დაიწყო აგრესია და რუსეთი უფლებამოსილი იყო დაერტყა". (შესაბამისად პოზიციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დათმობს)
3. დასავლეთი არ აპირებს იზოლაცია გაუკეთოს რუსეთს საქართველოს საკითხის გამო, ის მზადაა გაგრძელოს თანამშრომლობა და ეს კონფლიქტი გაიყინოს.
4. კრემლი ზოგიერთი თავისი ექსპერტის ენით ავრცელებს მოსაზრებას, რომ კონფედერაციული მოწყობა შესაძლო გზაა მომავალში. (ეს ის გზაა რომელიც შეიძლება დასავლეთმაც შემოგვტენოს მომავალში)
სტატია -
Два года после войны на Кавказе: замороженный конфликтhttp://www.bbc.co.uk/russian/international...two_years.shtml**************************
ჩემი აზრით ან 100 წელი ლოდინი მოგვიწევს, ისიც გარანტიაა არაა, ან გამოსავალი ორია:
1. ქვეყნის გაძლიერება ყველა მიმართულებით.
2. პარტიზანული ომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში. აქ გადამწყვეტი სიტყვა იმ მოქალაქეებს ეკუთვნის ვინც დევნილია ან ამ ტერიტორიებიდან არიან წარმოშვებით. ყველამ უნდა იბრძოლოს თავისი მიწისთვის და სახლისთვის. ამის უფლება ყველას აქვს, უფრო მეტიც მოვალეა.
მიწა უნდა იწვოდეს მტრის ფეხებთან ან სამუდამოდ დავკარგავთ სამშობლოს.