მგონი, ეს თემა არაა გახსნილი, თუ არის, მაშინ მოდერაცია მიხედავს ალბათ

რუსეთ–საქართველოს ომის ორი წლის თავთან დაკავშირებით გორში რუსი ოპოზიციონერების მიტინგი გაიმართა.
ოლეგ პანფილოვი, გახმაურებული "რუსული გაკვეთილების" ავტორი: ანდრეი ნეკრასოვი, პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი საკმაოდ რადიკალური განცხადებებით გამოვიდნენ ხალხის წინაშე. მათ რუსულ ჯარს მოუწოდეს დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორიები. მიტინგის შემდეგ რუსმა დისიდენტებმა ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ალბათ კვირის ყველაზე ხმაურიან ფრაზად იქცევა პიონტკოვსკის გამონათქვამი, რომელმაც პუტინის კვერცხებით ჩამოკიდება ისურვა.
"რაც შეეხება პუტინს, მას ისევე უნდა მოექცე, როგორც ის საქართველოს პრეზიდენტს უპირებდა"– განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინი სააკაშვილს (პუტინისავე სიტყვებით რომ ვთქვათ) "ერთი ადგილით ჩამოკიდებას" დაჰპირდა.
წყარო:
netmedia