იცნობ ახალ მეგობრებს:
ესეიგი როგორც უკვე იცით ვინც პირველ ნაკადში იღებთ მონაწილეობას ჩვენი თანაფორუმელის გიორგის იგივე junxtionbox და ჩემი ორგანიზატორობით გთავაზობთ დასამახსოვრებელ და საკმაოდ სასიამოვნო და განსხვავებულ ტურს აჭარაში.
ძირითადი დისლოკაციის ადგილი იქნება კერძო სახლი ქობულეთში, რომელიც მდებარეობს ზღვიდან ფეხით 7 წუთის სავალზე შესაბამისად მანქანით ერთი წუთის სავალზე. (სადაც მანქანების ხმაური არ შეგვაწუხებს) არის საკმაოდ დიდი სახლი, დიდი ეზოთი, იმხელა ეზოთი რომ საღამოობით კოცონის დანთებაც შეიძლება. 150 მეტრში არის გოგირდის აბანო, და ბაზარი რომელიც დაგვჭირდება ხოლმე... სახლის ეზოში მოდის წყაროს წყალი მუდამ ცივი და კამკამა....
პირველი ნაკადი გვინდა იყოს 1 კვირიანი თუმდა სურვილისამებრ შეგიძლიათ 10 აგვისტოდან 17 ამდე როცა გინდათ მაშინ შეუერთდეთ გუნდს ან დატოვოთ. ძირითადი ფორუმელების წამოსვლა მოხდება დაქირავებული მიკროავტობუსით.
ყოველი დღე შესაძლებლობა გექნებათ მოიაროტ აჭარის (და არამარტო აჭარის) სხვადასხვა ადგილები:
* ბათუმი
* სარფი
* ციხისძირი
* გონიოს ციხე
* მტირილას პარკი
* კინტრიშის ნაკრძალი
* მწვანე კონცხი
* შემოქმედი (გურიაში, ოზურგეთში)
* მარტვილის კანიონები
* ციცინათელა
* ბათუმიდან იახტით გასვლა (არ დაჯდება ძვირი)
საღამოობით სახლშიც იქნება კარგი ამბები, გასართობი პროგრამები
მუსიკალური ცენტრი, პიანინო, კოცონი და ა.შ.
ბინის ფასი იქნება 1 კაცზე დღეში 5 ლარი.
თუ ჯგუფი თავიდანვე შეიკრიბა ტრანსპორტი ერთი გზა 15 მაქს 20 ლარი კაცზე.
საკვებს რაც შეეხება ეკონომიურობის მხრივ ვინარჩუნებთ სალაშქო გამოცდილებას.
თან იქვე ახლოს მყოფი ბაზარი დაგვეხმარება. ერთიანად გავაკეთებთ ხოლმე რაღაცეებს და გაცილებით იაფი დაგვიჯდება.
დღეში კაცზე დაახლოებიტ 8 ლარი რომ აიკრიფოს საკვები არ მოგვაკლდება.
ზოგადად 7 ლარი ჯდება საჭმელი, ამაგრამ 8 ლარის გადახდის შემთხვევაში მზარეულიც იქნება და საჭმელიც გამზადებული დაგვხვდებათ...
ასევე ვისაც უნდა ინდივიდუალურად შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი კვების რაციონი...
დილაობით როცა ზღვიდან დაბრუნდებით საუზმე მზად დაგხვდებათ ხოლმე...
თუ სურვილი და საშულება იქნება არც რესტორნები მოვიკლოთ მაგრამ როცა ერთად ვიქნებით ბინაში მგონი ჩვენ პონტში უფრო კარაგდ გავერთობით.
მე ვინც მიცნობთ კიდე ალბათ მოგეხსენებათ როგორი მონატრებული ვარ რესტორანს :დ
პირველ ნაკადზე რათა შედგეს ტური უნდა შევგროვდეთ მინიმიმ 15 მაინც...
Junxtionbox: ფაქტია რომ დაუვიწყარ 1 კვირას გავატარებთ ერთად. იქნება ყველანაირი სახის გართობა. როგორც ლაშამ აღნიშნა: სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, იახტით გასეირნება, საღამოს კოცონი, კინო, მუსიკა და ა.შ..
მოკლედ იქნება სრული თავისუფლება, მაგრამ მაქვს 2 პირობა, რომელსაც ჩემი ჩათვლით ვემორჩილებით ყველანი:
1. ვიცავთ სისუფთავეს მაქსიმალურ დონეზე და არ არის წივილ-კივილი!დანიშნულების გარეშე რა თქმა უნდა )
2. ამ 1 კვირიანი ტურში იმოქმედებს ბანაკის პრინციპი და დაუშვებელია უცხო პირთა (იქნება ძმა, და, შეყვარებული, ძმაკაცი, დაქალი თუ ა.შ ) მოსვლები, ქეიფები, დარჩენები და ა.შ !!! უცხო პირთა შემოსვლა დაუშვებელია!!!
ამ 2 წესს ვიცავთ ყველანი და ვატარებთ დიდებულ დროს! ვინც არ ეთანხმებით ჩემ მიერ წამოყენებული ამ პირობას, შეგიძლიათ ახლავე თქვათ!
ხო გასაგებად წერია ყველაფერი
და არაფერი მიუღებელი არ დამიწერია
დაწვრლებით:
http://camp.ge/index.php?showtopic=935&st=0&start=0