თანამედროვე სამყაროში მორწმუნე ადამიანების სამწუხაროდ თანდათან მცირდება რელიგიის როლი. მართალია დღესაც ხდება ხალხის მოქცევა რელიგიაზე (ძირითადად ქრისტიანობაზე) მაგრამ მათი რიცხვი მცირეა, განსაკუთრებით იმათთან შედარებით , ვინც უარი თქვა რელიგიაზე და ათეიზმ/აგნოსტიციზმის მორევში გადაეშვა

ამასთან ძირითადად ერთი რელიგიიდან (სექტიდან) მეორეზე ხდება მოქცევა


ახალი ამბავი არაა რომ როდესაც ქვეყანაში უმჯობესდება ცხოვრების დონე, ადამიანებს დრო აღარ რჩებათ რელიგიისთვის. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეს პროცესი 1990 წლის შემდეგ შვედეთში (ერთგან წავიკითხე, მილიონამდე ადამიანმა თქვა უარი რწმენაზეო

)
ნებისმიერი ქვეყანა წინსვლის გზას ადგას (დაჟე რაღაც მხრივ საქართველოც

) და ევროპის ყველა ქვეყანას ალბათ იგივე ბედი ელის ადრე თუ გვიან.
მეცნიერებაც რასაკვირველია დიდ როლს თამაშობს რელიგიის როლის შესუსტებაში
როგორ გესახებათ მომავალი? რელიგია თავისთვის, მეცნიერება თავისთვის თუ დაკა–დაკა?

რა შეიძლება მოიმოქმედოს რელიგიამ? უბრალოდ შეეგუოს იმას, რომ მისი დრო იწურება?
ზოგადად ყველა რელიგია იგულისხმება, განსაკუთრებით თეისტურები