მოკლედ ერთი იდეა მომაწვა თავში და რავიცი იმედი მაქვს რო მოგეწონებათ.
ფორუმზე შევიკრიბოთ რამდენიმე ადამიანი ვისაც აწყობს ლატარიის თამაში თან ისე რო პატარა თანხა იყოს რო პრობლემა არ გქონდეს დადებაზე.
დანიშნულება: ყველას გექნებატ პრობლემები მაგალითად როგორიცაა: 1. ზეთის შეცვლა 2. რაზვალის გასწორება 3. ნაკანეჩნიკების შეცვლა(ჩაპრესვა) 3. დაშპაკვლა და კიდევ ბევრი მიზეზი რის გამოც ერთიანად რო დადო თანხა შეიძლება არ გეყოს ან რამე.
იდეა: შეგვიძლია რამოდენიმე ადამანმა გავუკეთოთ ორგანიზება მაგალითად ყოველ 2 კვირაში ერთხელ 30 ლარი 10 კაცი თუ იქნება ეგ გამოდის 300 ლარი და ეგ თანხა ზეთზე რემენზე და ასე შემდეგ უნდა გეყოს.
უსაფრთხოება: რათქმაუნდა ვირტუალური სამყარო არაა სანდო. ამისათვის ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის პირადობის დამადასტურებელ მოწმობის და მანქანის ტექ პასპორტის ასლს.
მე მგონი კაი აზრი უნდა იყოს და რავიცი თუ მოვახერხეთ ორგანიზება ხო კაი თუ არა და სულ მწვანეზე გევლოთ

P.S. თუ მოხდება ამ საქმის ორგანიზება არ იყოს მერე ვინმეს დევნა აი შენ არ დაგიდია და აი როდის დადებ და მათხოვრობა და ხვეწნა მუდარა მოკლედ არასერიოზულებმა თავი შეიკავეთ რა
ხო კიდევ ანგარიშსწორება იქნება უნაღდო ანუ ბანკით რო დევნა არ მოგვიწიოს და შეხვედრები ყველას 2 კვირაში ერთხელ მიაშურებთ ნებისმიერ ახლო ბანკს (რომელსაც ავირჩევთ რათქმაუნდა) და მოცემულ ანგარიშზე ჩარიცხავთ ხოლმე ფულს. და 2 კვირაში ერთხელ ჩაირიცხება თანხა იმაზე ვისი ჯერიც იქნება რათქმაუნდა