მწვანეები გარემოს დაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან. "მწვანეთა პარტიის" ხელმძღვანელის განცხადებით, შავი ზღვა და აჭარის სანაპირო ზოლი კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლებითა და ნარჩენებითაა დაბინძურებული. მათი ინფორმაციით, აჭარაში წლის განმავლობაში კანალიზაციებიდან 20 მილიონი კუბური მეტრი წყალი ჩაედინება, შესაბამისად, ზღვის დაბინძურების მასშტაბები ძალიან დიდია.
ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში კი აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან სუსტია და გარემოს დაცვის საკითხები თანდათან არაპრიორიტეტული ხდება.
გარემოს დაცვის სამინისტროში აღიარებენ, რომ ზღვა და მდინარეები კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლებით ბინძურდება, რადგან მათი ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება. თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ფაქტის დადასტურება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა და სამინისტრო მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.
სამინისტროს განმარტებით, კანალიზაციებიდან ჩამდინარე წყლები გამწმენდ ნაგებობებს გაივლის და მდინარეებში ისე ჩაედინება, წყლების მხოლოდ ტექნიკური გაწმენდა ხდება და არა ბიოლოგიური, ანუ ჩამდინარე წყლები მხოლოდ დიდი ნარჩენებისგან იწმინდება.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=19087&ct=17
ე.წ. "ბერეგი"...
რეტორან "სანაპიროს" მიმდებარე ტერიტორია.
გადაღებულია 18 ივლისი.
იგივე მდგომარეობაა ახლაც. :-)))
This post has been edited by Kmuno on 11 Aug 2010, 15:59