გამარჯობა

მინდა დავიწყო იქედან, რომ მე არაფერი გამეგება პროგრამირებაში და მითუმეტეს თამაშების პროგრამირებაში, ამიტომ გთხოვთ ცოტათი თქვენ გამარკვიოთ ამ საკითხში

ხშირად ფორუმებსა და ბლოგებზე მინახავს პოსტები, სადაც "ენერგიულად" ლანძღავენ DirectX-ს და აქებენ OpenGL-სა და სხვა ღია კოდის მქონე სისტემებს
*(?)(SDL, OpenAL და ა.შ.). ამ თემების "დახმარებით" გამომაქვს დასკვნა, რომ ზემოთ ნახსენები ღია სისტემები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო მათი მრავალი პლატფორმის მხარდაჭერით ჯობს სისხლისმსმელ კონკურენტს, DirectX-ს. აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა, რატომ იყენებენ ყველაზე პოპულარული კომპანიები DirectX-ის ტექნოლოგიას (ვიცი, რაღაცას არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ მიმიხვდით

) და არა OpenGL-ს, როდესაც პატარა ახლადჩამოყალიბებული ჯგუფები თავიანთ თამაშების (Overgrowth, Lagaru, Amnesia და ა.შ) შესაქმნელად ზუსტად ამ უკანასკნელს იყენებენ ?
მეთვითონ დიდი ხანია გადაბარგებული ვარ GNU/Linux-ის ბირთვზე დაფუძნებულ უბუნტუზე, სადაც აშკარად ვგრძნობ, რომ თამაშები ამ სისტემისთვის არ იქმნება (ლინუქსს ვგულისხმობ და არა კონკრეტულად უბუნტუს), თანაც უკვე ყელში ამომივიდა Wine-თან დღნაური

იმედს ვინარჩუნებ, რომ Steam, რომელიც ლინუქსისთვისაც გამოვა მალე ცოტათი მაინც გაზრდის თამაშების რაოდენობას ამ სისტემისთვის

სისტემებს
* - მგონი არასწორად მიწერია ესეც
წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის This post has been edited by alexandrius on 8 Aug 2010, 20:20