გამარჯობა
მოკლედ,რა მაინტერესებს,უფრო სწორად კარგი იქნებოდა თუ ამაზე ვისაუბრებდით.
დრო მიდის,უკვე 20 წელი გავიდა,რაც აფხაზებს დე ფაქტო დამოუკიდებლობა აქვთ,კავშირები ქართველებსა და აფხაზებს შორის,როგორც მე ვიცი, საერთოდ არაა,ან ძალიან ცოტა.
თაობათა ცვლას ხო ვერ შევაჩერებთ...ფორუმზეც ბევრჯერ თქმულა,რომ ისევ ბაღაფშსა და შამბასნაირებთან მოლაპარაკებამ შეიძლება მოგვიტანოს რამე ჩვენთვის სასიკეთო,ვიდრე თაობა შეიცვალოს და საერთოდ არ იყვნენ აფხაზები და ქართველების იმის აზრზე,რომ ერთ დროს ერთად ვცხოვრობდით(?..).
მართლაც, ბევრ ქართველ ახალგაზრდას სამაჩაბლო ოსეთი ჰგონია,ზოგმაც აფხაზეთზე ცოტა რამ იცის,ზოგმა პირველად გაიგო რომ ბიჭვინთა ქართული სახელია პიცუნდასი.
ჰმ,დიდი წერის ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი,ანუ როგორ გესახებათ აფხაზებსა და ქართველებს შორის სამომავლო ურთიერთობა,ნდობის აღდგენა(თუ ოდესმე არსებობდა ასეთი რამ),კონტაქტების არდაკარგვა და საერთოდ ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება...
ან თუ არის აფხაზურ-ქართული ფორუმები,თუ ხვდება ეს ხალხი მესამე ქვეყნის წარმომადგენლების გარეშე ერთმანეთს,ან რამე ღონისძიებები თუ ტარდება...იცით ამის შესახებ?
თხოვნა-(რუსეთს ცეცხლი უკიდია,ღმერთი სჯის და ხვალ ეს ბოროტების იმპერია დაიშლება და ასეთ რაღაცებს ნუ დაწერთ).