გამომდინარე დღევანდელი ინციდენტიდან
იუზერ ჩომბეს გადასარჩენადფორუმის პროლეტარიატი ვაკეთებთ საგანგებო განცხადებას, კერძოდ:
ვინაიდან არსებული მოდერაცია სულ უფრო ეფლობა ჰოსუდარსტვენიზმის ჭაობში, არის ტენდენციური და ფორუმის წესებს იყენებს მხოლოდ იუზერთა მიმართ პირადი ურთიერთობებისა და განწყობების გათვალისწინებით
გამომდინარე იქიდან, რომ მოდერაციას არ გააჩნია არანაირი პასუხისმგებლობა იუზერთა წინაშე, თვალს ხუჭავენ ნებიერა ფავორიტების დარღვევებზე და რიგ შემთხვევებში ზოგიერთი მათგანი თავს უფლებას აძლევს აგდებით, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართოს თანაიუზერებს
სისტემატურად, ფორუმის წესების უგულებელყოფით ან ცალმხრივი, სუბიექტური განმარტებით არამართლზომიერ და არაპროპორციულ სასჯელებს იყენებს იუზერთა გარკვეული წრის მიმართ
ვთვლით, რომ ფორუმ.გე-ზე მიზანმიმართულად ხორციელდება დესტრუქციული პოლიტიკა, რომლის შედეგადაც წახალისებულია ღლიცინი, ჯოგური თავდასხმები, ჩატი და ოფი, პროვოკაცია, ცინიზმი და დემაგოგია, რაც არანაირად არ წაადგება ზოგადად ფორუმის პრესტიჟს და აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის მის, როგორც "მაღალინტელექტუალური" ფორუმის დევიზთან
აღნიშნულზე დაყრდნობით და დღევანდელი ინციდენტიდან გამომდინარე
ვუცხადებ რა სოლიდარობას უსამართლოდ დაბანილ ჩომბეს, გაძლევთ ულტიმატუმს:
თუ ჩომბეს მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა ამა წლის 13 აგვისტოს 00:00 საათამდე არ იქნება გადახედული და შემსუბუქებული, მე ვწყვეტ ფორუმის წევრობას ზუსტად იგივე ვადით, რა ვადითაც დაბანეთ ჩომბე!
შემდგომში კი გადავდივართ სრულიად არაკონსტრუქციულ, პარტიზანულ ქმედებებზე, რაც აუტანელს გახდის ამ ფორუმზე ყოფნას მაოხარი ჩჩჩ-ებისათვის
პ.ს. ########## ნებიერა ჯამბაზები
პ.პ.ს. გაუმარჯოს პროლეტარულ სოლიდარობას!
პ.პ.პ.ს. წავედი თაფლი უნდა ვიშოვო
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა