ჩვენი მამა-პაპა და ასევე ჩვენი თაობა მოესწრო დიდი მოვლენებს 20 ს ში; რადიო, ტელევიზია, ტელეფონი, მანქანა, თვითმფრინავი, ინტერნეტი, მობილი...
საინტერესოა ჩვენი თაობა ანდა ჩვენი შვილებისა რას მოესწრება?
დავფოსტოთ ჩვენი აზრი, იდეები რისი აღმოჩენაა შესაძლებელი ჩვენის აზრით ახლო და შორეულ მომავალში.
სხვათა შორის, ზღაპრებში ისახებოდა მომავლის აღმოჩენები, გაიხსენეთ 'მფრინავი ხალიჩა', რომელიც ფაქტიურად თვითმფირნავია, ანუ ადამიანები იგონებენ იმას , რაც გულით სურთ, ანუ , მიუწვდომელი არაფერი უნდა იყოს თუ კაცს უნდა და მოინდომებს.
ჩემის აზრით მალე გამოიგონებენ მფრინავ მანქანებს, ანუ, იქნება საჰაერო მიმოსვლა ისევე როგორც სახმელეტოა, მანქანებიტ, ალბატ, უფრო უსაფრთხო იქნება გადაადგილებაც?
ამას კარგი ხანია ვფიქრობ და სადღაც წავიკიტხე კიდეც, გამოიგონეს თუ იგონებენ.
კიდევ ვფიქრობ და მიკვირს რატომ აქამდე არ გამოიგონეს ისეთი მანქანა რომელიც ავარიის შემთხვევაში არ დააზიანებს ადამიანს, მაგ. დამცველი რეზინის ქსოვილით და არა რკინის.
ასევე , თვითფრინავსაც უნდა ქონდეს, რკინის ფეხების მაგივრად რეზინის ან მსგავსი რბილი მასალა რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში რბილად დაეცეს, სადაც ტელეფონს და ინტერნეტს იგონებენ რატომ არ შეიძლება ისეთი ქსოვილი შექმნან რაც ძლიერი შეჯახების დროს ადამიანს დაზიანებისგან დაიცავს. როცა საჭიროა რეზინივით რბილი და ამავე დროს გამძლე და მყარი.
ძალიან მაინტერსებს უახლოეს 10-20 წლ რა გამოგონებას ექნება ადგილი, მობილს წარმოვიდგენდით? ანდა ინტერნეტს? სხვისი არ ვიცი და მე ვერა.
ხოდა რა იქნება შემდეგი? აბა, გამოიცანით.
იმკითხავეთ, ეგებ, გაარტყათ.
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience