ხო, ზედმეტი მოგივიდა დასაწყისში

არ ვიცი სპრინტს რას ეძახი, რამდენად სწრაფად ირბინე მარა თავიდან კარგა ხანი დაივიწყე სიჩქარე, რამდენიმე თვე ორგანიზმს სჭირდება რომ უბრალოდ შეეჩვიოს დატვირთვას. იმის მიხედვით ზოგადად როგორ ფორმაში ხარ, ამას შეიძლება ერთი თვე დასჭირდეს ანდა 4-6, ასე რომ ნუ იჩქარებ, შეხედე როგორი რეაქცია გექნება (და 4 დგის მერე თუ უკვე ტკივილები გაქვს ეს იმის ნიშანია რომ მთლად კარგ ფორმაში არ ხარ :$)
მოკლედ, პირველი 2-3 თვე, მაქსიმუმ 3 დღე კვირაში, ნელ-ნელა მოუმატე დრო, ვთქვათ დაახლოებით 30 წუტი (ან უფრო ნაკლებით დაიწყე და ადი ნელნელა 30ზე), სიჩქარე სულ დაივიწყე, ძუნძული, თუნდაც ძუნძული/სიარულის კომბინაცია (3 წუთი ძუნძული, 1 წუთი სიარული და ასე) ხოდა რომ ნახავ რომ უკვე შეეჩვიე ამ სამ დღეს/30 წუთს, მერე მოსინჯე მეოთხე დღის დამატება, ისევ 3-4 კვირა ირბინე ახალი განრიგით, კვირაში ერთი დღე შეგიძლია ცოტ-ცოტა გაზარდო (5-5 წუთით) ასე რომ 3 დღე იქნება 30 წუთიანი 'ადვილი' სირბილი (დაახლოებით 4-5 კილომეტრს გაირბენ ხოლმე) და ბოლო დღე 'გრძელი' გარბენა - 7-8 კმ, მაქსიმუმ ერთი საათი, მეტი არ გინდა.
ხოდა ორ-სამ თვეში შეგიძლია ცოტათი დაიწყო სიჩქარის მომატება, მაგრამ ისევ და ისევ, არავითარი სპრინტები, უბრალოდ იგივე 5 კმს გაირბენ არა 30 წუთში, არამედ 27-28ში და ასე... მერე უკვე (4-5 თვის შემდეგ) ისევ დაპოსტე და სხვა რჩევებს მოგცემ

ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ფეხის ტკივილი ხშირად დაკავშირებულია ხოლმე ფეხსაცმლის არასწორ შერჩევასთან , კარგად უნდა სარბენი ბოტასების შერჩევა, 1-2 ზომით დიდი უნდა იყოს რომ თითებისთვის საკმარისი ადგილი იყოს და დაღმართშიც კი არ ურტყავდე წინა კედელს ... კიდევ იმის და მიხედვით თუ როგორ ადგამ ფეხს (შიგნით აბრუნებ, გარედ აბრუნებ, შედარებით ბრტყლად) შესაბამის ძირიანი ფეხსაცმელი გინდა რომ სირბილისას ბეხი სწორედ ეცემოდეს გზაზე თორე მუხლის ტკივილები მერე იკითხე ერთ-ორ თვეში...
მოკლედ არ იჩქარო, ნელ-ნელა ქენი ყველაფერი, მიეცი საკუთარ ორგანიზმს საკმარისი დრო რომ შეეჩვიოს ამ ახალ დატვირთვას და შემდეგ წელს მარათონებს გაირბენ