ვივასანით დაავადებებს ვერ შეებრძოლებით,
არ მოტყუვდეთ2010-ში სახის კანზე პრობლემა გამიჩნდა.
ერთმა "დერმატოლოგმა" დამახარჯვინა ამ გარეგან საშუალებებზე ბევრი ფული, მაგრამ შედეგი
0სხვა ექიმს მივუტანე ამ ქალბატონის მიერ გამოწერილი (თავისივე მოტანილი - ალბათ პარალელურად ამ ფირმის აგენტი იყო)
კრემები და სხვა საშუალებები და ყველაფერს გადაუსვა ხაზი. არაფერი გამოგადგება ვიტამინების გარდაო, მართლაც ასე იყო! (მან მართლა მიმკურნალა)
ყველას მინდა ვუთხრა რომ შინაგანის გამოკვლევის გარეშე ასე სახელდახელოდ ნაკარნახევ საშუალებებში ნუ გადაყრით თანხებს.
პროდუქცია შვეიცარიულია, ხარისხიანი ეტყობა აშკარად, მაგრამ ისევ ვიმეორებ - სამკურნალოდ არ გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა რომ ამაზე დებენ თავს.
ფასებს რაც შეეხება, ნამდვილად არ არის იაფი, მაგალითისთვის ვიტამინებში გადამახდევინეს 25 ევრო.
და დანარჩენებიც არ იყო იაფი, სულ მთლიანად გადავიხადე 230 ლარი.