მოდერატორებო სანამ თემის დახურვისკენ წაიღებთ ხელს ყურადღებით წაიკითხეთ ჩემი აზრი . ნუ ჩავუკლავთ ერთმანეთს ინოვაციურ ნიჭს.

მოგეხსენებათ ჩვენს განყოფილებაში ძალიან ბევრი გუნდის ფანკლუბია.
კარგი იქნება თუ ეს ფანკლუბები გავაკეთებთ 20 კაციან განაცხადს , მოვაწყობთ მინი ლიგას .
1) ლიგის დასაწყისში შედგენილი 20 ეულის შეცვლა არ იქნება შესაძლებელი ახალი ლიგის დაწყებამდე
2) თითოეულ გუნდში შევლენ ის მოთამაშეები , რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩვენი განყოფილების ცხოვრებაში და არა ამ პროექტის გამოჩენის შემდეგ მოუნდებათ ჩვენთან შემოსვლა. ეს გამორიცხავს იმას , რომ გუნდებმა მოიძიონ ძლიერი ფეხბურთელები და დამატებით გააძლიერონ გუნდი .
3) თითოეულ გუნდს ეყოლება კაპიტანი/ხელმძღვანელი რომელიც იქნება პასუხისმგებელი თავის გუნდზე. ასეთი ხალხი იქნებიან სტაჟიანი და აქტიური ფორუმელები. ისეთი როგორებიც არიან მაგალითად მანჩესტერის თემაში (ლე როი, ბებე , კიდი და ა.შ)
4) გუნდების ხელმძღვანელები შეხვდებიან წინასწარ ერთმანეთს სადაც მოხდება კენჭისყრა.
5) დავჯდეთ და გამოვთვალოთ ფინანსები. ამას ექნება თვითდაფინანსების სახე. თითოეულმა გუნდმა , რომ დავდოთ 200 ლარი (კაცზე 10 ლარი) მგონი საკმარისი იქნება. ამით გადავიხდით თამაშების ფულსაც და დარჩენილი საერთო თანხა გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს . ან თითოეული თამაშის წინ ვიქონიებთ გარკვეულ თანხას და ბოლოს გამარჯვებულ გუნდს წაგებული გუნდები ვუყიდით თასს , რომელსაც მივცეთ გარდამავალი სახე. )ან არა)
6) ამინდებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება , რადგანაც მოგეხსენებათ დახურული დარბაზებიც ბლომადაა თბილისში.
7) საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება იდეა. არ არის აუცილებელი გუნდში ყველა პროფესიონალი მოთამაშე იყოს. პირიქით თუ იქნება უფრო საინტერესოც იქნება. მგონი ძალიან კარგი გამოვა და თუ ამ იდეას სერიოზულად მოვეკიდებით არც თუ რთული განსახორციელებელი იქნება.