"ლუდი ბათუმური” - ბათუმის ცოცხალი სულიროგორ იქმნება ლუდის ბრენდი? ეს, ერთი შეხედვით, რთული კითხვაა, თუმცა პროფესიონალი მელუდეები ყველაფერს მარტივად ხსნიან, ანუ მელუდეთა მტკიცებით, კარგი ლუდისთვის სამი რამაა საჭირო _ სიცივე, ალაო და ნამუსი! კარგი ლუდის ამ ფორმულას ბათუმის ლუდის ქარხანა აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში, ყინულსა და ალაოზე რომ არაფერი ვთქვათ, ქარხნის მესვეურებს, როგორც ბათუმში ამბობენ, ნამუსი ნამდვილად აქვთ. სწორედ ამიტომაც “ლუდი ბათუმური” აჭარაში ლუდის სხვა ცნობილ ბრენდებს სერიოზულ კონკურენციას უწევს!
“ლუდი ბათუმურის” საიდუმლო მარტივია _ ლუდი ცოცხალია! “ცოცხალი” კი იმას ნიშნავს, რომ ლუდი ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე მზადდება.სხვათა შორის, თავის დროზე ბათუმის ლუდის ქარხანა საკუთარ ალაოს იყენებდა, ანუ ქარხნის ტერიტორიაზე ალაოს დამამზადებელი საწარმო ყოფილა, რომელსაც 50 წლის მანძილზე ცნობილი ტექნოლოგი ლეო წულაია ხელმძღვანელობდა. დღეს ალაოს ქარხანა აღარ არსებობს _ სიძველის გამო, შენობა დაინგრა. ახლის აშენება კი სერიოზული თანხებს მოითხოვს. ამიტომ ბათუმის ლუდის ქარხანა დღეს საფრანგეთიდან, გერმანიასა და უკრაინიდან შემოტანილ ალაოს იყენებს.ისე, როგორც ქარხნის დღევანდელი ხელმძღვანელი, ედნარ ცივაძე ამბობს, საქართველოში იმდენი ქერი მოდის, რომ ქართველ ლუდისმწარმოებლებს ალაოს შემოტანა საზღვარგარეთიდან არ უნდა უწევდეთ, მაგრამ...
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ქართველებმა ლუდი პირველად როდის დააჭაშნიკეს, თუმცა ქართული ლუდი, ღვინისა არ იყოს, უძველესია. ბათუმის ლუდის ქარხანა კი საქართველოში პირველია, სადაც ლუდის ქარხნული წესით ჩამოსხმა დაიწყო. მას შემდეგ ნახევარსაუკუნეზე მეტი გავიდა...
მაშ ასე, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების პირველი ნახევარი. აჭარის გზატკეცილზე ნოვოროსიისკელი კაცი ლუდის სახდელს ხსნის. მართალია, სახდელი კუსტარულია, მაგრამ ლუდი მაინც გემრიელია...მერე?..მერე, გადის დროს, საბჭოთა კვების მრეწველობა წინ დამკვრელური ტემპებით მიიწევს დ და აი, შედეგიც:1937 წელს ბათუმში ლუდის კაპიტალური ქარხნის მშენებლობა იწყება, თუმცა ჯერ ფინეთის, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა გეგმებს აკონსერვებს...1945 წელი. წითელი იმპერია ფაშისტური გერმანიისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას იწყებს, რაც, პირველ რიგში, წარმოების ამუშავებას ნიშნავს. ერთი სიტყვით, ბათუმის ლუდის ქარხნის დაკონსერვებული მშენებლობა ახალი ტემპით იწყება და... 1951 წელს ქარხანა წამოებაში ეშვება.
ქრონიკების მიხედვით, ქარხანა დღეში 40 ათას ტონა ლუდს ასახავდა. თავდაპირველად საწარმოში 300-მდე ადამიანი ყოფილა დასაქმებული. დღეს კი _ 120, თუმცა სეზონზე მუშახელის რიცხვი იზრდება. ადრე, კომუნისტურ ეპოქაში, ბათუმის ლუდის ქარხანა მხოლოდ აჭარას კი არა, თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებდა. ეს კი არადა, ერთხელ “ლუდი ბათუმური” ტყვარჩელში არ ჩაუტანიათ და შახტის მუშები, პროტესტის ნიშნად, სამუშაოზე არ გასულან.საქართველოში ლუდის ყველაზე ძველი ქარხნის პირველი ხელმძღვანელი დათიკო ელიავა იყო, რომელიც გრიშა შოტიდიმ ჩაანაცვლა. მერე, წლების მანძილზე ქარხნის დირექტორი როსტომ თავდგირიძე იყო. 1995 წლიდან კი ქარხანას ედნარ ცივაძე ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ბატონ ედნარს ხელმძღვანელ-თანამდებობებზე მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს.
და მაინც, რატომ არის ბათუმის ლუდი ბრენდი? იმიტომ, რომ ცოცხალია! სწორედ ამ თვისების გამო, ლუდი “ბათუმური” 9 საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელია. კომუნისტების დროს კი, კავშირის მასშტაბით, მეორე ადგილზე ორჯერ გავიდა. რაც შეეხება საქართველოს. თბილისის #1 ლუდის ქარხანასთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს სტაბილურად ინაწილებდა...
ერთი სიტყვით, “ლუდი ბათუმური” ბათუმის სულია. ამიტომაც ყველა, ვინც ლუდის ყადრი და “ბათუმურის” გემო იცის, “პივზავოდს” (ასე ეძახიან ბათუმელები დასახლებას, სადაც ლუდის ქარხანა მდებარეობს) ხშირად სტუმრობს. ჩვენში დარჩეს და, ამასწინათ, ქარხანაში ერთი ცნობილი მომღერალი მისულა და _ არც მეტი, არც ნაკლები _ 14 კათხა “ლუდი ბათუმური” დაულევია! ეს გასაკვირიც არაა, ლუდი “ბათუმური” ხომ ცოცხალი ქართული ბრენდია!
ზოგადი ინფორმაცია ბათუმზებათუმის მოკლე ისტორიაწინა თემის ლინკები:
ბათუმი..ბათუმიბათუმიძველი ბათუმის ფოტოებიქ. ბათუმის მერიის მისამართი:
ბათუმის მერიატურიზმის დეპარტამენტის მისამართი:
ტურიზმის დეპარტამენტიბათუმის კაფე-რესტორნები:
კაფე-რესტორნებიბათუმის სასტუმროები:
სასტუმროებიზოგადი ინფორმაციული საიტი

ბათუმურ ლუდზე უნდა იყოს ინფორმაცია, ბათუმის ერთგვარი შარმია და ვურჩევ თითოეულ დამსვენებელს დააგემოვნოს. :-)))
რუკარუკის საშუალებით გაგიადვილდებათ პოვნა. :-))
გილოცავთ ახალ თემას. :-)))
This post has been edited by Kmuno on 13 Jul 2010, 17:35