წარმოიდგინეთ სიტუაცია:
სამზარეულოს კარადები განლაგებული ერთ კედელზე, რომელიც ბლოკისაა და შეღებილია. გაზქურა მოთავსებულია ბოლოში ანუ კუთხეში. ამ კუთხის მეორე კედელი კი გიფსოკარდონისაა და აასევე შეღებულია. საღებავი რათქმაუნდა საშინლად ისვრება ზეთის შხეფებით. მინდა მოზაიკის გაკვრა, მაგრამ კაფელშიკმა მითხრა რომ გიფსოკარდონზე გაკვრა არ გამოვა, თანაც ამ კედელზე სამზარეულოს კარებიცაა და ვიბრაციის პონტში გამართლებული არაა.
იქნებ მითხრათ რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე