http://beeline.ge/press/releases/index.wbp...4e-4443908c0248საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი მომხმარებელს კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს, 19 ოქტომბერს, ქსელის შეფერხებით მუშაობის გამო და ნებისმიერ აბონენტს, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით კომპანიის ქსელში იყო ჩართული, საკომპენსაციოდ ქსელის შიდა ზარებზე სასაუბროდ 60 უფასო წუთს ჩუქნის, რომლის გამოყენებაც მათ ნოემბრის ბოლომდე შეეძლებათ.
21 ოქტომბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით, აბონენტებმა კომპენსაციის მისაღებათ უნდა გააგზავნონ SMS ტექსტით 111 ნომერზე 111 ან დარეკეთ ნომერზე 111.
ხოლო 28 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება აბონენტთა მომსახურების ცენტრში 0611-ზე დარეკვით შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს დაახლოებით 10 საათით, ბილაინის ქსელი თბილის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვა და სხვა რაიონში შეფერხებით მუშაობდა, რაც ქსელის ტექნიკურ ხარვეზებთან იყო დაკავშირებული.
«კიდევ ერთხელ გვინდა მოვუხადოთ ბოდიში ჩვენს აბონენტებს იმის გამო, რომ ქსელი გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. აბონენტის ბაზის ზრდასთან და ჩვენი ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ადამიანების წინაშე , ვინც ირჩევს ბილაინს ირჩევს» - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
მე

ბილაინი!