დანტე ალიგიერის "სამოთხის" ილუსტრაცია

ანგელოზები

ვინ არიან ანგელოზები?
სიტყვა "ანგელოზი" მომდინარეობს ბერძნული «ἄγγελος», «მაცნე" ( ებრაულად «malack»). ითვლება, რომ ანგელოზების არსებობა ებრაელების მიერ არის გადმოღებული ბაბილონელებისგან, და კიდევ ძველი სპარსელებისგან, სულების პირველი დაყოფა ორ ოპოზიციურ ბანაკად სწორედ მათ მიერ მოხდა. საქართველოშიც ძველი აღთქმის ანგელოზები მოიხსენებიან ხშირად, არა მხოლოდ როგორც ღვთის მოსამსახურეები და მაცნეები ღმრთისა, არამედ, როგორც გამოვლინება ღვთის დიდების და ძალის რომლის მეშვეობითაც იაჰვე საუბრობს ადამიანთან. ებრაელი მოძღვრება ანგელოზების შესახებ მიღებული იქნა ქრისტიანულ და მუსულმანური აღმსარებლობაშიც.
ეკლესია ხაზგასმით დგას პოზიციაზე რომ ანგელოზების თაყვანისცემა არ შეიძლება და მათ მიმართ ლოცვა ეწინააღმდეგება ანგელოზთა არსებობის არსს.
ანგელოზების წარმოშობა
ისევე როგორც ყველაფერი, ანგელოზიც ღვთის მიერ არის შექმნილი . არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ანგელოზების შექმნის შესახებ. ბევრი თეოლოგი ბიბლიის პირველი წინადადების (Genesis) ირგვლივ ახდენს ყურადღების კონცენტრირებას "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სამოთხე და დედამიწა" - მინიშნება შექმნა უხილავი სამყარო (უსხეულო სულები), ანგელოზი (დაარსების დღიდან ცის შექმნის აღწერამდე) და უსტრუქტურო პირველმატერიის შესახებ ასახული დეტალები. მაგალითად: იობის წიგნში იგი მიუთითებს, რომ ანგელოზები ზეიმობდნენ როცა ღმერთმა "ჩაუყარა საფუძველი დედამიწას", ეს ასკვნის იმას, რომ იმ დროს როდესაც შექმნა უფალმა დედამიწა ანგელოზები უკვე არსებობდნენ. აპოკრიფულ წიგნებში აშკარად ვლინდება ეს გარემოება როდესაც ანგელოზთა შექმნის თარიღად სამყაროს შექმნის პირველი დღე აღინიშნება.
თალმუდური ტრადიცია, თუმცა, ანგელოძთა შექმნის თარიღს მოგვიანებით ასახავს, მაგალითად მეორე დღეს, "ღმერთს ანგელოზები ვერ შეუწყობდნენ ხელს მის მუშაობაში აცხადებს რაბი ჰანინა იმიტომ რომ ანგელოზები ჯერ არ იყვნენ შექმნილნი, სანამ მეხუთე დღეს..,
კიდევ ერთი საინტერესო კუთხით დანახული ანგელოზთა შექმნის ისტორია არის ასახულია ჰაგიგის ტრაქტატში: "ცეცხლოვანი მდინარე მიედინება სანამ ტახტის ღმრთისა, ყოველ დღე ქმნიან ახალ მასპინძლებს ანგელოზები რომ დღეს უმღერონ სადიდებელი ღმერთს, შემდეგ კი შედიან იმავე ცეცხლოვან მდინარეში და ახლები ცვლიან მათ."
ანგელოზთა რაოდენობა
ბიბლია ასახავს უამრავი ანგელოზის არსებობას. "არსებობს თუ არა ანგელოზთა ზეციური ჯარები?" - კითხულობს იობი (25:3). დანიელ წინასწარმეტყველმა განაცხადა: "ათასობით ათასობით უდრეკენ მუხლს მას (უფალს) და ვითარცა უთვალავნი მის წინაშე" (დანიელი 7:10). ამ რედაქციით არის განმეორება აპოკალიფსში სადაც ენოხი ამბობს: "და ... ვნახე ათასი ათასი და აურაცხელი ბევრი, წინაშე ღვთისა დგანან სულების უფლის სადიდებლად" (ენოხი. 40). შემდგომში, დიდი რაოდენობით ანგელოზები მოხსენიებული არიან ახალ აღთქმაშიც (ებრაელთა 12:22, იოანეს გამოცხადება. 5:11 ა.შ.).
თალმუდისტების გატაცება სიზუსტისადმი მათ აიძულებს ანგელოზების ზუსტი რაოდენობა დაადგინონ . ერთი წყარო ამბობს, რომ არსებობს 496.000 ანგელოზების მირიადები, ღმერთის მადიდებელნი. სამოცი მირიადი ანგელოზების ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ორი გვირგვინი დაადგეს თავზე ყოველ ებრაელს რომელიც ღირსი გახდა ღვთის წყალობის, მაგრამ როდესაც ისრაელმა დაიწყო ცოდვა ას ოცი ათასი ანგელოზი ჩამოვიდა მათ დასასჯელად და გვირგვინების ჩამოსართმევად (შააბი. 88ა). სინას მთაზე გამოცხადებისას ღმერთი გამოუცხადდა მოსეს ოცდაორი ათასი ანგელოზით.რაბი შიმონ ბენ ლაკიშ იძლევა შემდეგ აღწერას სამოთხეში ანგელოზთა რაოდენობის შესახებ : "არსებობს 12 მაცალოტი [" ზოდიაქოს ნიშნები "], თითოეულს აქვს 30 არმია, ყოველ არმიაში - 30 ბრიგადაა, ყოველ ბრიგადაში - 30 ლეგიონია, თითოეული ლეგიონში - 30 კოჰორტა, თითოეული კოჰორტაში - 30 კორპუსია და თითოეულ კორპუსს ჰყავს 365.000 მირიადი ვარსკვლავები »(ბერაჰი. 32ბ)
ანგელოზთა კლასიფიკაცია
სტანდარტული კლასიფიკაცია ანგელოზების არ არსებობს. არსებობს რამდენიმე ბიბლიაში აღნუშნული ანგელოზთა დამახასიათებელი სახელები , შესაბამისი ბუნების, მათი საქმიანობის შესახებ აღწერა. მათ შორის "ანგელოზი, მედიატორი", რაც მიუთითებს ადამიანის მიმართ თანასწორობას" (იობი 33:23), "მებრძოლი ანგელოზები", გაანადგურებენ და ჭირს შეუსევენ იერუსალიმს (1 პარალიპომენონ. 21:15), "აღთქმის ანგელოზები", ტაძრში უფალთან ერთად რომ შედიან (მალაჰია 3:1), "პიროვნების ანგელოზები" სიტყვით გადაარჩენენ ისრაელს (ესაია 63:9).
აპოკრიფულ ლიტერატურაში ანგელოზებს ენიჭება ბუნებრივი ძალების ფენომენის და ელემენტების მართვის ძალაუფლება. ამ წიგნში ენოხი ფლობს ჭექა-ქუხილის და ელვის სულს, ზღვის მოქცევის, ყინვების, სეტყვა, თოვლის, , წვიმის (ენოხი. 60), წყლის, ქარის, ჰაერის (ენოხი. 69) და ა.შ. ამ საკითხზე მოგვიანებით ვითარდება თალმუდისტების აღქმაც ანგელოზების შესახებ.
ანგელოზების იერარქია
ქრისტიანობაში საყოველთაოდ მიღებული გახდა ანგელოზთა დიონისე არიოპაგიტელისმიერი აღწერილი იერარქიული სისტემა (მას ხშირად ეძახიან ფსევდო-დიონისეს იერარქიას), ბიბლიაში ჩამოთვლილიო ანგელოზების რანგები ფსევდო-დიონისეს მიერ არის დაყოფილი სამ ტრიადად. პირველი: სერაფიმ, ქერუბიმ, საკურთხევლის ანგელოზები - ხასიათდება ღმერთთან ყველაზე მიახლოებულ ტრიადად, მეორე: მეუფეობის ანგელოზები, ძალის ანგელოზები, ძალაუფლების ანგელოზები არის შუალედური ტრიადა, ხაზგასმულია როგორც ღვთისმიერ სამყაროს ფუნდამენტური მმართველობის და განკარგვის სულიერი ძალა და მესამე: საწყისის ანგელოზები, მთავარანგელოზები და თვით ანგელოზები მართლაც ყველაზე ახლოს მიწიერ სამყაროსთან. ამასთან, ამგვარი დაყოფა მხოლოდ 5 ან 6 ს.ს.-ში მოხდა, მანამდე მრავალი ქრისტიანი მეცნიერები ყველა თავის თეზისებს ავრცელებდნენ ანგელოზთა რანგების შესახებ. ამგვარად, გრიგოლ ღვთისმეტყველმაც კი მოგვიანებით გამოყო შემდეგნი: ანგელოზი, მთავარანგელოზი, საკურთხევლის ანგელოზი, ან მმართველობის საწყისი, ძალის ანგელოზი, ბრწყინვალების ანგელოზი და ა.შ. "სამოციქულო წიგნებში" მოიხსენიებიან: ხერუვიმ, სერაფიმ, ეონები, მხედრობა, საწზისის ანგელოზობა, ძალის ანგელოზობა, მმართველობის ანგელოზობა, მთავარანგელოზები და ანგელოზები.
ებრაელთა მიერ ანგელოზთა იერარქიული აღწერა მარტო ბიბლიის პირველი ნაწილითაა შემოფარგლული - ძველი აღთქმის (Tanach). იგი ანგელოზთა ათი წოდებითაა ცნობილი უმაღლეს: 1) ჰაიოტ 2) ოფან 3) არელია 4) ჰაშმალიმ; 5) სერაფიმ 6)მალაკიმ, ფაქტობრივად ნიშნავს"ანგელოზს", 7) ელოჰიმ; 8) ბენე ელოჰიმ( "ძენი ღმრთისა"), 9) ჰერუვიმ 10) იშიმ.
«მასეკეტ აზილუტ»-ში კიდევ ათი ანგელოზია მოცემულია სხვადასხვა თანმიმდევრობით: 1) სერაფიმებს ხელმძღვანელობენ შემუელი და იეჰოელიმი 2) ოფანიმებს ხელმძღვანელობდნენ რაფაელი და ოფანიელი 3) ჰერუვიმებს, ხელმძღვანელობს ქერუბიელი 4) შინანიმზე დაყენებულია ცედეკიელი და გაბრიელი, 5) თარშიშები ემსახურება თარშიშა და საბრიელს; 6) იშიმები კი ცეფანიელიმის ხელმძღვანელობით მოქმედებენ; 7) ჰაშმალების ლიდერი თვით ჰაშმალია 8) ეფემინატების ხელმძღვანელობა კი უზიელემს აბარია 9) ბენე ელოჰიმს ხელმძღვანელობდა ჰოფნიელემი; 10) არელის, ხელმძღვანელობდა თავად მიხეილ მთავარანგელოზი.
უფროსი ანგელოზები (მთავარანგელოზების) სახელები განსხვავდება სხვადასხვა გამოცემებში. ტრადიციულად, უმაღლესი სამხედრო წოდება ენიჭება მიხეილს, გაბრიელს და რაფაელს - ეს სამი მთავარანგელოზი ნახსენებია ბიბლიური წიგნები ყველაზე ხშირად, მეოთხე მათგან არის ურიელი, არსებობს შვიდი მაღალი რანგის ანგელოზები (უნივერსალური მაგიური ნომერი 7), მათი სახელები აღებულია ენოხის წიგნიდან, თუმცა აქაც არსებობს დიდი გაფანტვა იერარქიაში. ჩვენთვის მისაღებია მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ნაცნობი მთავარანგელოზები: ეს არის გაბრიელ, რაფაელი, ურიელი, სალათიელი, იეჰუდიელი, ვარაქიელი, იერემიელი, და ბოლოს მერვე - მთავარანგელოზ მიხეილი.
ყველაზე მაღლა მეთათრონი იმყოფება * უფლის ხმა

სერაფიმები

ჰერუვიმები


საკურთხევლის ანგელოზები

მთავარანგელოზი მიხაელი * ვითარცა უფალი

მთავარანგელოზი გაბრიელი * უფლის ძალა

ასევე სხვა მთავარანგელოზები:
ანაელი *შემისმინე უფალო
სამუელი *უფლის შხამი
საშიელი * უფლის სამართლიანობა
რაფაელი * უფალი განმკურნე
კასიელი * უფლის ტახტი
ურიელი * უფლის სინათლე
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
This post has been edited by daxure on 15 Aug 2010, 05:52