მოდერაციას ვთხოვ მაპატიოს, ჩემით დავხურავ როცა ამომწურავ პასუხს მივიღებ ან დავრწმუნდები რომ პასუხის გაცემის დუნდულები არავის აქ ...
რამოდენიმე დღეა ისევ გააქტიურდა რელიგიურობა-არარელიგიურობის და ქართველობა-მართლმადიდებლობის საკითხი ჩვენს ძვირფას ფორუმზე, და კონკრეტულად ჩვენს მშობლიურ განყოფილებაში ... ერთი კითხვა მიჩნდება ლოგიკურად .. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ...
დავუშვათ და დაგიჯერეთ ...
ავიყვანე მოძღვარი (რომელიც მყავდა, ჯერ კიდევ ბნელი რომ ვიყავი)...
უცოლო ვარ, შესაბამისად ნაკურთხი სექსი არ მაქ და უარი ვთქვი რაცხა შემთხვევით ჩავკრავ ფეხს, იმ ბედნიერ დღეებზეც ...
შევინახე მარხვები, ოფიციალური მარხვები და ოთხშაბათი - პარასკევის მარხვები ...
დავიწყე ლოცვა, მეტანიები, აღსარებები ვაბარე ღრმად შეჭმუჭნული სახით თავზე გადაფარებული მოძღვრის ნამწვავი სანთლის აირებით გაჟღენთილი წინსაფრის ქვეშ ...
იქამდე ვილოცე რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად და იმ სადისტური გრძნობებისგან გავთავისუფლდი, რომლებიც უდიდეს სიამოვნებას მგვრიან ყოველი კატასტროფის დროს .. ან თუნდაც უმნიშვნელო არასასიამოვნო შემთხვევისას ...
ამას გარდა შევიცვალე ცხოვრების სტილი, მაგალითად დავიწყე პირჯვრის გადაწერა ყოველ გზაჯვარედინზე სარეჯგველასავით დარჭობილ ჯვრის ფორმის ჯართზე ...
ყველა ანაფორიან და წვრებიან პიროვნებას, არა აქ მნიშვნელობა ყოფილი ძველი ბიჭია, მისი მრევლის წარმომადგენელს ხმარობს თუ უბრალოდ იდიოტია და ხალხს გონია ხილვები აქ, ვეამბორები ხელზე და დალოცვას ვთხოვ ...
უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო, ამ საკითხში ბაზა მაქვს, ასე რომ ვთქვათ ...
ხოოდა ბრახ და დავიბრიდე ...
დამასაფლავეს და მესამე დღეს სული რო უნდა ამოვიდეს და 37 დღე იბჟოტიალოს სანათესაოში და ნაცნობ ადგილებში და მე-40 დღეს უნდა წავრდგე "საშინელ სამსჯავროზე" .... ბრახ და რა სული რის სული ...
დავუშვათ და ტყუილია ყოფილა ეს ყველაფერი, სამოთხე და ჯოჯოხეთი არა ჩაის ბუჩქი

მოკვდი, გაიხრწნები, დაიშლები მარტივ მამრავლებას, ქიმიურ ნივთიერებებად და თუ ისეთ ადგილას დაგასაფლავეს, რო შენი გახრწნილი სხეულის ნაწილი მიწის ზედაპირზე ბალახის შემადგენელ ნაწილად გარდაიქმნას და მერე ეს ბალახი ძროხამ მოწიწკნოს, საღამოს კუჭის წვენთან ერთად კისერში მოაწვეს და განმეორებით დაღეჭოს, მოგცოხნოს რა, ხოდა მერე მის რძეში გადავიდეს და ეს რძე ვინმეს დაალევინონ და ან ახალ სიცოცხლეს გააგრძელებ ან ისევ კანალიზაციაში აღმოჩნდები და თავიდან მოგიწევს გახრწნა გარდაქმნაზე ჩალიჩი .. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ეს ყველაფერი თუ ტყუილია ....
ამ ყველაფერ ###ობაზე პასუხი ვისღა მოვთხოვო მკვდარმა?

ვინ ამინაზღაურებს ყველა იმ სიამოვნებას, რაც გარდაცვალების შემდეგ ცხონების საეჭვო პერსპექტივის გამო დავიკელი

ბოლო ბოლო მიცვალებულმა როგორ უნდა ჩაგწიხლოთ?
ჰა?
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს