#21177012 · 18 Aug 2010, 17:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი სემესტრით მივდივართ 5 სტუდენტი საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში. უამრავი სხვადასხვა გზა მოვძებნეთ ბინის საშოვნელად, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ, ოთხი თვით 90%-ს არ უნდა გაქირავება. ვიპოვეთ სააგენტო, რომელიც გვპირდება, რომ კაცზე 250ევროს გადახდის შემთხვევაში გვიშოვის ბინებს, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან ძვირია. იქნებ ვინმემ გვირჩიოს როგორ მოვიქცეთ, ღირს რომ ამ სააგენტოს მივმართოთ, თუ ჯერ ჩავიდეთ და ერთი კვირის მანძილზე მაქსიმუმ გავჩერდეთ 25 ევროიან (ღამეში) დროებით საცხოვრებელში და ჩვენით ვეძებოთ ბინები? ვინმეს თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, იქნებ იცოდეთ როგორ მოვიქცეთ, რაიმე სხვა სააგენტო თუ იცით ან რამე მსგავსი, რაც დაგვეხმარება ბინის პოვნაში?
|