Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სოკო
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14121
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09
#56244898
· 3 May 2020, 19:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სოკოები (ლათ. Mycetes ანუ Fungi) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.
სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomycetes), მიცელიუმი ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — ოომიცეტები (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — ზიგომიცეტები (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — მწერების პარაზიტი. IV კლასი — ჩანთიანი სოკოები (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — ბაზიდიომიცეტები (Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — უსრულო სოკოები ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.
წინა თემის ბმული:
სოკო
This post has been edited by
M-A-S-E-R-A-T-I
on 3 May 2020, 19:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Spieler
Carpe Diem, Baby
ჯგუფი: Members
Spieler
Carpe Diem, Baby
ჯგუფი: Members
წერილები: 5857
წევრი No.: 11893
რეგისტრ.: 31-July 05
#56246472
· 4 May 2020, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოერიდეთ.
რამდენიმე მაღალი ტოქსიკურობით გამორჩეული სოკოა საქართველოში. ერთ-ერთია
წითელი შხამა სოკო. იგივე "ცადამყვანა"
- Amanita muscaria, ხშირად ერევათ ნიყვში. ნიყვისგან განსხვავებით თავისი "ბუდის" გარღვევისას ნაფლეთები ამ სოკოს თავზე რჩება. (ნიყვს ბუდე ფეხის ძირში აქვს ხოლმე დარჩენილი). სწორედ ეს ნაფლეთებია თეთრი წინწკლები ქუდზე.
ასევე ძალიან ტოქსიკურია (30 გრამიც კი კლავს ადამიანს) ე.წ.
თეთრი შხამასოკო
.
ასევე ბევრ სოკოს ჰყავს შხამიანი "ტყუპისცალი" (მაგ: ცრუ მაჭკუნარა) და სიფრთხილეა საჭირო.
This post has been edited by
Spieler
on 4 May 2020, 00:25
--------------------
თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, გავარტყი ეგეთ მთას! (c)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 214693
რეგისტრ.: 23-February 16
#56279783
· 11 May 2020, 15:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორი დღის წინდელი ქამა და ამანიტა ვიტადინია მეორე ქართული სახელი არ ვიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 214693
რეგისტრ.: 23-February 16
#56301309
· 16 May 2020, 08:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nutsaria
Member
ჯგუფი: Registered
Nutsaria
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 85134
რეგისტრ.: 21-February 09
#56486751
· 29 Jun 2020, 21:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა,
თუ გაგიგიათ გულა სოკო და თუ იცით საქართველოში სად გვხვდება?
--------------------
My life is my message.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ronaldo9
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Ronaldo9
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9638
წევრი No.: 13459
რეგისტრ.: 10-October 05
#56488391
· 30 Jun 2020, 11:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხის მორებზე მინდა კალმახა სოკოს მოყვანა ვუყურებ ვიდეოებს და მაინც და მაინც გაზაფხულზე უნდა დავიწყო?
ვეღარ ვითმენ
--------------------
There is only one Ronaldo!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bigmaster
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
bigmaster
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17188
წევრი No.: 166381
რეგისტრ.: 29-April 13
#56581454
· 21 Jul 2020, 02:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს სოკო საჭმელად ვარგისია თუ იცით? და რა ქვია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgevich23
ცქმუტა
ჯგუფი: Members
giorgevich23
ცქმუტა
ჯგუფი: Members
წერილები: 12175
წევრი No.: 95322
რეგისტრ.: 7-July 09
#56586326
· 22 Jul 2020, 04:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ სახლის პირობებში შეიძლება ქამას და კალმახას მოყვანა,რატომ არ შეიძლება ნიყვის მოყვანა?
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
trezeguet
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 214693
რეგისტრ.: 23-February 16
#57197096
· 21 Nov 2020, 13:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა სოკოო მანჭკვალაა ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xx3xx
Crazy Member
ჯგუფი: Members
xx3xx
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3334
წევრი No.: 134403
რეგისტრ.: 2-August 11
#57455533
· 28 Jan 2021, 16:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შხამიან სოკოებთან რა გამოცდილება გაქვთ მაგალითად ამასთან
--------------------
https://www.binance.com/en/register?ref=36739125
https://cex.io/join?c=4&a=70699&o=2&s=sc&prid=referral-promo
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
d2d4
დედამიწელი
ჯგუფი: Members
d2d4
დედამიწელი
ჯგუფი: Members
წერილები: 3026
წევრი No.: 216311
რეგისტრ.: 26-March 16
#58418143
· 29 Sep 2021, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(xx3xx)
შხამიან სოკოებთან რა გამოცდილება გაქვთ მაგალითად ამასთან
შემხვდა წელს ტყეში ბლომად
--------------------
Я свободный художник и холодный философ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 132661
რეგისტრ.: 18-June 11
#58420207
· 30 Sep 2021, 06:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
d2d4
რომელში?
მე ბორჯომის ხეობაში გადავაწყდი ამანიტას, მართალია ნაწვიმი იყო და გადარეცხილი ჰქონდა კოპლები, მაგრამ მაინც ლამაზი იყო ოხერი.
--------------------
"ვინ ვარ მე, ჩემმა მზემ?" - ქალბატონი მზევინარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
d2d4
დედამიწელი
ჯგუფი: Members
d2d4
დედამიწელი
ჯგუფი: Members
წერილები: 3026
წევრი No.: 216311
რეგისტრ.: 26-March 16
#58420436
· 30 Sep 2021, 10:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(GIGABYTE77)
რომელში?
რაჭაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kesha
Photographer
ჯგუფი: Registered
kesha
Photographer
ჯგუფი: Registered
წერილები: 176
წევრი No.: 36613
რეგისტრ.: 16-June 07
#58444069
· 4 Oct 2021, 14:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Spieler @ 4 May 2020, 00:24 )
მოერიდეთ.
რამდენიმე მაღალი ტოქსიკურობით გამორჩეული სოკოა საქართველოში. ერთ-ერთია
წითელი შხამა სოკო. იგივე "ცადამყვანა"
- Amanita muscaria, ხშირად ერევათ ნიყვში. ნიყვისგან განსხვავებით თავისი "ბუდის" გარღვევისას ნაფლეთები ამ სოკოს თავზე რჩება. (ნიყვს ბუდე ფეხის ძირში აქვს ხოლმე დარჩენილი). სწორედ ეს ნაფლეთებია თეთრი წინწკლები ქუდზე.
ასევე ძალიან ტოქსიკურია (30 გრამიც კი კლავს ადამიანს) ე.წ.
თეთრი შხამასოკო
.
ასევე ბევრ სოკოს ჰყავს შხამიანი "ტყუპისცალი" (მაგ: ცრუ მაჭკუნარა) და სიფრთხილეა საჭირო.
ნიყვი ცადამაყვანასგან უამრავი დეტალით განსხვავდება.
უმთავრესი ისაა, რომ ნიყვის ფირფიტები, საყელო და ფეხი არის ყვითელი ფერის, კვერცხის გულის ფერი. ცადამყვანას ფირფიტები, ფეხი და საყელო არის თეთრი ყოველთვის.
* * *
მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი იუთუბ არხი სოკოების შესახებ.
გამიხარდება თუ ნახავთ, შეაფასებთ, თქვენს აზრს გამიზიარებთ ^_^
https://www.youtube.com/channel/UCjhxRWeZZYvVjdkLRWERyog
* * *
QUOTE
(giorgevich23 @ 22 Jul 2020, 04:42 )
თუ სახლის პირობებში შეიძლება ქამას და კალმახას მოყვანა,რატომ არ შეიძლება ნიყვის მოყვანა?
ნიყვი, ისევე როგორც სხვა ბევრი ტყის სოკო, არის მიკორიზული სოკო. (ბერძნული ენიდან: მიკოს - სოკო, რიზა - ფესვი). მიკორიზია ნიშნავს სოკოს მიცელიუმისა და ხის ფესვის კავშირს. სოკოს მიცელიუმი უკავშირდება ხის ფესვს და წარმოქმინის სიმბიოზს. ამ კავშირის საშუალებით სოკო და ხე მუდმივად გაცვლიან ერთმანეთში საჭირო ნივთიერებებს. მაგალითად: ხე ვერ ითვისებს მიწიდან ფოსფორს, სოკო კი ამ ნივთიერებას აწვდის. ასევეა სოკოს შემთხვევაშიც, არის ნივთიერებები, რომელსაც იღებს ხიდან.
მიკორიზულ სოკოები ცოცხალ ხესთან სიმბიოზის გარეშე არ არსებობს. ამიტომაა რომ ნიყვი, ხრაშუნა სოკოები, ბოლეტუსები და სხვა ტყის სოკოები, რომელიც ნიადაგზე იზრდება, ვერ გაიზრდება სასათბურე პირობებში ან სადმე სარდაფში
კალმახა იზრდება მკვდარ ხეზე, ის დეკომპოსტერი სოკოა, ნარჩენებს ჭამს, მას ცოცხალი ხე ან მასთან სიმბიოზი არ ჭირდება. არც ქამას არ ჭირდება ცოცხალ ხესთან სიმბიოზი. ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ სოკოების სათბურში მოყვანა შესაძლებელი.
ფოტოზე გრაფიკულად არის ნაჩვენები მიკორიზის მაგალითი:
თუ გაინტერესებთ უფრო მეტი, ამ არხზე შემომიერთდით ^_^
https://www.youtube.com/channel/UCjhxRWeZZY...LRWERyog/videos
--------------------
http://kesha.wordpress.com/ - KGB-ს დღიურები
http://www.flickr.com/photos/samkharadze/ - ჩემი ფოტოგალერეა
ბიძინახუი, შე ნოღალატეეეეეეე!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mathame
Crazy Member
ჯგუფი: Members
Mathame
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3010
წევრი No.: 248899
რეგისტრ.: 23-February 19
#58445638
· 4 Oct 2021, 20:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩვეულებრივად იჭმევა ამანიტა თუ კარგად მოხარშავ და მინიმუმ 2ჯერ მაინც გამოუცვლი წყალს
არც სასიკვდილოდ მომწამვლელი არ არის , ჩვეულებრივად ჭამენ უმსაც და გამშრალსაც ადამიანები ვისაც სოკოთი თრიფინგი ევასება
--------------------
emptiness
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0367 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.