#20917091 · 31 Jul 2010, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებ :
ზურაბ ჭუმბურიძე GK ნიკა ასათიანი GK რევაზ ჩომახიძე ზვიად დავითიანი მიხეილ ბაღათურია ზურაბ რურუა ბექა ქენქაძე გიორგი ხვედელიანი გურამ კოტარია კოტე გეგელაშვილი გალაქტიონ ლაითაძე ნოდარ რაფავა ტატო ნიკოლეიშვილი პავლე ჯაფარიძე ილია ბუტიკაშვილი ბექა ქავთარაძე სანდრო რუსიშვილი
[COLOR=red][SIZE=7]1999-2008 წლებში საქართველოს ნაკრების[COLOR=red] მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე 1999-2008 წლებში რუსეთის ჩემპიონატის 4 გზის ჩემპიონია საქართველოს წყალბურთის ახალგაზრდული ნაკრები რუსეთის ჩემპიონატის 4 გზის ჩემპიონია, ჩემპიონის ტიტული ნაკრებმა 2-ჯერ 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ხოლო 2ჯერ 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის გამართულ ჩემპიონატში მოიპოვა.
2004 წელს პოლონეთის პრეზიდენტის თასის მფლობელი გახდა
2000-2004 წლებში 4-ჯერ დაძლია საკვალიფიკაციო ბარიერი და 4- ჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ევროპის ჩემპიონატში წყალბურთის ახალგაზრდა ნაკრებმა 4ჯერ დაძლია საკვალიფიკაციო ბარიერი, 2004 წელს კი მალტაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია და ფინალში მე11 ადგილი მოიპოვა.
2004 წელს ისი პოლოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
უკრაინის ჩემპიონატის არაერთგზის საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ახალგაზრდული ნაკრები 2005 - 2007 წლამდე, ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ეროვნულ ჩემპიონატში და მუდმივად საპრიზო ადგილის მფლობელი ხდებოდა. კერძოდ კი, 2005 წელს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, 2006 წელს- მეოთხე, ხოლო 2007 წელს მესამე ადგილი მოიპოვა. .....................................................................................................................................
2008 წლის ევროპის B ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მიღწევები 2008 წლიდან ახალგაზრდული ნაკრები საქართველოს წყალბურთის ეროვნულ ნაკრებად გადაიქცა. ნაკრებში მოთამაშე წყალბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე არაერთი ქართველი ლეგიონერი შეემატა, კერძოდ კი ესენი არიან რევაზ ჩომახიძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, გიორგი ხვედელიანი, გურამ კოტარია, ბექა ქენქაძე, ზურაბ ჭუმბურიძე, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, ილია ბუტიკაშვილი, ზვიად დავითიანი და გალაქტიონ ლაითაძე. ეროვნულმა ნაკრებმა განახლებული ძალებითა და ენერგიით ამ მოკლე პერიოდში უკვე არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
2008 წლის ევროპის B ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ფინეთისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებები განსაკუთრებული წარმატებით დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ტურნირი მალტაში ჩატარდა და ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მალტის, ფინეთის და ირლანდიის ეროვნული ნაკრებები იყვნენ.
I თამაში 8 მაისს საქართველოსა და ფინეთს შორის ჩატარდა და ქართველებმა 15:4 გაიმარჯვეს.
საქართველო-ფინეთის თამაშზე გატანილი გოლები:
ბექა ქენქაძე - 2 გოლი გურამ კოტარია - 6 გოლი ნოდარ რაფავა - 1 გოლი ზურაბ რურუა - 3 გოლი კონსტანტინე გეგელაშვილი - 2 გოლი პავლე ჯაფარიძე - 1 გოლი.
II თამაში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გაიმართა, სადაც ქართველებმა ირლანდიის ნაკრები 24;8 ანგარიშით დაამარცხეს
გატანილი გოლები:
ბექა ქენქაძე-1 გოლი; გურამ კოტარია – 1 გოლი; ნოდარ რაფავა – 1 გოლი; გალაქტიონ ლაითაძე – 4 გოლი; ილია ბუტიკაშვილი – 5 გოლი; გიორგი ხვედელიანი – 1 გოლი; ტატიშვილი – 1 გოლი; ზურაბ რურუა – 5 გოლი; კოტე გეგელაშვილი – 3 გოლი; ტატო ნიკოლეიშვილი – 2 გოლი.
ბოლო, მესამე თამაში მალტის ეროვნულმა ნაკრებთან გაიმართა და მან საქართველოს ნაკრებს 11:5 მოუგო. მიუხედავად თამაშის წაგებისა, საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა გუნდმა, საკმაოდ წარმატებულად ითამაშა და სერიოზულ ჩემპიონატს გაართვა თავი.
გატანილი გოლები:
გალაქტიონ ლაითაძე – 1 გოლი; ილია ბუტიკაშვილი - 1 გოლი; გიორგი ხვედელიანი - 1 გოლი; ზურაბ რურუა – 1 გოლი; ტატო ნიკოლეიშვილი - 1 გოლი.
.....................................................................................................................................
2009 წლის ევროპის ჩემპიონატი, ლუგანო, შვეიცარია საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვე ადგილის მფლობელი გახდა.
შვეიცარიაში ჩატარდა 2009 წლის B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილე 12 ქვეყნიდან საქართველოს მეტოქეები იყვნენ პოლონეთის,დიდი ბრიტანეთის,მალტის,ჰოლანდიისა და შვეიცარიის გუნდები.
პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ნაკრებთან 5 სექტემბერს გამართა და ნაკრები ყველასთვის გასაოცარი წარმატებით 16:3 დაამარცხა.
მეორე თამაში საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გამართა და ნაკრები ანგარიშით 10:9 დაამარცხა.
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მალტას შეხვდა და მალტის ეროვნულ ნაკრებთან 12:10 წააგო, მალტასთან დამარცხებას ექსპერტები მსაჯის სუბიექტურობით ხსნიან, რაც მეორე პერიოდის ბოლოს რევაზ ჩომახიძის თამაშის დასრულებამდე გაძევებით გამოიხატა. 8 სექტემბერს ქართველმა წყალბურთელებმა საკმაოდ პროფესიონალური თამაში აჩვენეს ისეთ გამოცდილი და ძლიერი ქვეყნის ნაკრებთან, როგორიც ჰოლანდიაა. თუმცა, თამაში ჰოლანდიასთან საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 10:6 წააგო.
ქართულმა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია ძალიან მარტივად დაამარცხა და მას 19:10 მოუგო.
ქართული ეროვნული ნაკრები ნახევარ ფინალში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და უკრაინის ნაკრებს 10:5 მოუგო.
საბოლოო ეტაპზე 13 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ბელორუსიასთან თამაშის შემდეგ მერვე ადგილი მოიპოვა.
20 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველების საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი შედეგი ნამდვილად ქართველი წყალბურთელების პოტენციალზე მეტყველებს.
პ.ს თუ აპინავთ კარგი იქნება.... ვისაუბროთ წყალბურთზე.....[B]
მე მაგალითად ძანნ მომწონს ეს სპორტი. სიამოვნებით დავიწყებდი სიარულს მაგრამ დრო არ მაქვს
This post has been edited by Gasartobi on 31 Jul 2010, 16:00
|