#21144108 · 16 Aug 2010, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააკაშვილი - სკოლის ასაკის ყველა ქართველი ბავშვი ინგლისურენოვანი გახდება(15.08.2010) ინტერპრესნიუსი
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების უმთავრეს პირობას ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლაში ხედავს .
"მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მცხოვრები სკოლის ასაკის ყველა ბავშვი, 5-დან 16 წლის ჩათვლით, ინგლისურენოვანი გახდეს, რასაც მივაღწევთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში; ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო უფრო წინ წავიდეს და ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში პოსტ საბჭოთა სივრცეში", - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, ბათუმში, ინგლისურენოვან პედაგოგებთან შეხვედრისას, რომლებიც საქართველოში განათლების სამინისტროს პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერტად" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
სააკაშვილი განათლების სისტემაში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებს "საგანმანათლებლო რევოლუციას" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც შეტანილი იქნება ქვეყნის განვითარების საქმეში.
"როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 ათასი ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფომ შეუქცევადი ხასიათის მოდერნიზაცია მიიღო, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა 3 წლის განმავლობაში 10 ათასამდე ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ენის შემდეგ, მომავალი თაობების მეორე ენა იქნება ინგლისური, შემდეგ კი მოთხოვნილებებისა და რეგიონის გათვალისწინებით –
"მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი ინგლისურენოვანი გახდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი დღეს ინგლისურენოვან პედაგოგთა მეორე ნაკადს შეხვდა. ამერიკიდან, კანადიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 102 უცხოელი გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ქართულ ოჯახებში გადანაწილდებიან. პედაგოგთა მესამე ნაკადი 30 აგვისტოსთვის უნდა ჩამოვიდეს. წლის ბოლომდე საქართველოში სულ 1000 პედაგოგი ჩამოვა.
ბატონო პრეზიდენტო ცოდვა ვართ ქართველები ჩინური ენის შესასწავლად, შეგვინდეთ
|