მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორგანიზაცია იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ლგბტ ადამიანები საფრთხის ქვეშ არიან, პროექტებს არ დააფინანსებს.
ჯიმ იონგ კიმმა ეს განცხადება “ეკონომისტის” ორგანიზებით 3 მარტს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “Pride and Prejudice” გააკეთა. კონფერენცია ლონდონში, ნიუ იორკსა და ჰონგ კონგში ერთდროულად მიმდინარეობდა. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ლგბტ საკითხები განიხილეს.
მსოფლიო ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის დაძლევისა და განვითარებისთვის სესხებით უზრუნველყოფს.
ჯიმ იონგ კიმმა ახსნა, რატომ შეწყვიტა ბანკმა პროექტების დაფინანსება უგანდაში:
“2014 წელს უგანდაში მიიღეს ანტიჰომოსექსუალური კანონი, რომელიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე აქ მოქმედი სხვა კანონები.
კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალები სამუდამო პატიმრობით ისჯებიან. უგანდაში ასევე აუცილებელია, მთვრობას შეატყობინო იმ ადამიანის შესახებ, ვინც შესაძლოა იყოს ჰომოსექსუალი.
ჩვენ სწორედ მაშინ ვგეგმავდით, უგანდაში საავადმყოფოების განვითარებისთვის 90 მილიონიანი სესხი დაგვემტკიცებინა.
მე ექიმი ვიყავი, პროფესიით დიდხანს ვმუშაობდი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
მაგრამ ჩვენ ყველაფერი ყურადღებით შევისწავლეთ. აღმოვაჩინეთ, რომ უგანდის კლინიკებში ჰომოსექსუალი ადამიანები შესაძლოა ძალიან დიდი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ. მათი დაფინანსებით ჩვენ შესაძლოა საფრთხე შეგვექმნა ლგბტ ადამიანებისთვის, ამიტომაც სესხის გაცემის პროცესი შევაჩერეთ.
მაშინ ბევრი მეუბნებოდა, რომ გიჟი ვარ. ამ გადაწყვეტილებამ უამრავი ადამიანი უარყოფითად განაწყო. ჩემი თანამშრომლების დიდი ნაწილი სესხის შეჩერებას ეწინააღმდეგებოდა.
მსგავსი კანონი მსოფლიოს 81 ქვეყანას ჰქონდა. და რა გამოდის, რომ ჩვენ სესხს ვაძლევთ ყველა ქვეყანას მიუხედავად იმისა, თუ როგორი კანონები აქვს მას?
ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკურად განვსაჯოთ ისინი და ამას არც ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ ყურადღება იმ პრინციპებს მივაპყროთ, რომელიც მნიშვნელოვანია, პრინციპს, რომ თუ ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არა მხოლოდ დისკრიმინაციას, არამედ საშიშროებას წარმოშობს, რატომ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ და ვთქვათ “არა”?
Read more:
http://mpress.ge/2016/03/%e1%83%9b%e1%83%a.../#ixzz42P4FLERFიიიშშშ
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart