ყველაფერი წარმავალია.უვე მეორედ ვწერ ამას ამ განყოფილებაში დღეს.
და არც ისაა მართებული,თუ სიყვარულზე სიყვარულით არ გვიპასუხებენ,ამის გამო სიყვარულის უღირსად ჩავთვალოთ ჩვენი გრძნობის ობიექტი:
რატომ გგონია ასე?
სიყვარული მაშინ არის წრფელი,როცა მისგან არაფერს ელი.
მესმის რომ ეს ძნელი გასაგები და აღსაქმელია,მაგრამ ასეა.
ნამდვილი სიყვარული ისაა,როცა გიყვარს ისე,რომ მისგან საპასუხოს არ ელი.
იმიტომ ხომ არ შეგყვარებია თავიდანვე,რომ მასაც აუცილბად შეყვარებოდი ამის გამო?
ასე არ ხდება.ეს მოდის თავისით.
მე იმის უფრო არ მჯერა,რადგან უყვართ მაგის გამო რომ შეიყვარებენ.
ეს არის ეგოიზმი და ეგოისტური სიყვარული - გიყვარდეს იმიტომ რომ მას უყვარხარ.ან გიყვარდეს მხოლოდ იმიტომ,რომ გარდაუვალად უნდა შეგიყვაროს შენი მისადმი სიყვარულის გამო მანაც.
დედას შვილი მიუხედავად იმისა უყვარს,შვილი რას განიცდის დედის მიმართ.ასეა ნამდვილი სიყვარული და იმიტო.
მე ასე მგონია და ასე მესმის სიყვარულის ნამდვილი არსი... თქვენი არ ვიცი ))))
და კიდევ,უარყოფილი გრძნობის გამო თვითმკვლელობაზე ფიქრი დიდი სისუსტის მანიშნებელია და ეცადე ჩემო კარგო გაძლიერედე,რათა თავიდან ამოიგდო მაგ მომაკვდინებელი ცოდვაზე ფიქრი..
This post has been edited by <<დოლორეს>> on 31 Jan 2011, 03:00
პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი-ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება.ეძღვნებათ კეკლუც ინტელექტუალებს.გ.რჩეულიშვილი
---
აღარაფერია თქვენს სულში. თვით ზამთარსაც კი ვერ ვუწოდებ თქვენს ჩაყინულ ჯიგარს.ა.მორჩილაძე
---
გძულდეს ის,ვინც გიცნობს და არ უყვარხარ. ხ.ყალაბეგაშვილი