Cyber_Spiderმე მქონია და ახლაც მაქვს მაგასთან შეხება, ოღონდ მე ჯავას ვიყენებ. C#-ზეც არ უნდა იყოს პრობლემა, რომელ ბიბლიოთეკას იყენებ ან აპირებ გამოყენებას მითხარი და გადავხედავ. მე .NET SMPP ბიბლიოთეკების დიდ არჩევანს ვერ ვხედავ ნეტში სამწუხაროდ

. თუ ჯავაც გაკმაყოფილებს მაშინ მუშა მაგალითიც შემიძლია დაგიდო.
ზოგადად პრიცნიპი მარტივია, პირველ ჯერზე უკავშირდები სერვერს რომლის საშუალებითაც შეტყობინებები უნდა მიიღო/აგზავნო. ეს სერვერი შეიძლება იყოს ჯეოსელი, მაგთი ან რომელიმე სხვა უცხოური. უთითებ რა ტიპის კავშირი გინდა: მარტო გაგზავნა, მარტო მიღება თუ ორივე ერთად. ამის შემდეგ უბრალოდ ელოდები როდის მოგივა შეტყობინება ან თვითონ შენი ლოგიკის მიხედვით როცა გადაწყვეტ შეგიძლია გააგზავნო სმს. უკვე არსებული SMPP ბიბლიოთეკის გამოყენებით ამ ლოგიკის რეალიზება ძალიან მარტივად და მოკლედ შეიძლება. მთავარია ბიბლიოთეკა იპოვო.
ასევე გაითვალისწინე რომ უბრალოდ ვერ ადგები და რამე არსებულ სერვერს ვერ დაუკავშირდები, მასეთი უფასო სერვისი არ ვიცი და წესით არც იარსებებს.