თანამედროვე უცნაურობებიდან :
« სურათი რომელიც შოკში არ აგდებს ადამიანს, არ სცემს მას თავზარს, არაფრად ვარგა » ( მარსელ დუშამპ, 1887-1968).
«თავიდან, სიტყვამდეც კი იყო ყვირილი,ბღავილი. ესაა უიმედობის, ჯანყის თუ ტანჯვის ყვირილი. მან საუკუნის დასაწყისში გაიჟღერა თანამედროვე ხელოვნებაში ბღავიან ადამიანები რომლებიც უარყოფენ მათი ხანის ძალადობას, მაგრამ არა აქვთ სხვა არჩევანი ძალადობით პასუხის გაცემის გარდა: მატისი «ველურ» ფოვისტებთან,პიკასო კუბისტებთან თუ დუშამპი დადაისტებთან ერთად. ყველანი ძლიერად გამოხატავენ XIX საუკუნისაგან მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციული მხატვრული ხედვის უარყოფის სურვილს. ისინი უარყოფენ ხელოვნების მიერ ბუნების «წარმოდგენის» პრეტენზიას. ამიერიდან სინამდვილე არის ნედლი, დაუმუშავებელი მასალა.
არაცნობერის და პირველყოფილი ხელოვნების აღმოჩენამაც ხელოვნება მიმართა უფრო სპონტანური,მეტიც, ველური გამოხატვისკენ. ხელოვნება იქცა რიტუალად, მსხვერპლის მიტანად, ყოველ შემთხვევაში ძალისმიერ,მოძალადე აქტად. ომები დატოვებენ დიდ ტრავმებს. ნგრევა, სიკვდილი,სისხლი, აგრესიულობა მუდამ ჩანდა დიდთა,ბოსხის,რემბრანდტის,გოიას, ნაწარმოებებში… XX საუკუნეში ხელოვნება კიდევ უფრო ძლიერად,ხშირად ზედმეტად ენერგიულად გამოხატავს მის დამოკიდებულებას სხეულთან, სიცოცხლესთან, ტანჯვასთან.
1950-ან წლებში პოლოკი საღებავს აწუწებდა იატაკზე გაშლილ ტილოზე. ივ კლაინი (Yves Klein) თავისი «ანტროპომეტრიებისთვის» ფუნჯებად იყენებდა ტიტველ და
ნამდვილად რეალურ ქალებს. ზოგჯერ ავტორები თვითონ გამოდიან სცენაზე, მაშინ ტილო იფლითება !
მრავალი მხატვარი თავის შემოქმედებას თვლის პასუხად მათ თანამედროვეთა ტანჯვაზე.მრავალ მხატვრულ ნაწარმოებში გააფთრებით და გამუდმებით ბრუნდება სასაკლაოების დროს დაგლეჯილ-დასახიჩრებული სხეულები. აჩვენებენ დასაგმობად, ყოველ შემთხვევაში დასამახსოვრებლად.
« ბოდი არტ» ის პიონერებს ამოძრავებდათ საკუთარი თავის გადალახვის ეს სურვილი (« ბოდი არტ », «სხეულის ხელოვნება», 1970 წლისთვის გაჩენილი ამერიკული მიმდინარეობა. მხატვარი მასალად იყენებს თავის საკუთარ სხეულს: ნაწარმოები დარჩება ავტორის სხეულის კვალის შემნარჩუნებელი ფოტოების სახით).
ბოდი არტის მიმდევარი მხატვარი მისი დროის, საწნააღმდეგოდ ებრძვის თავის საკუთარ ხორცსა და სხეულს.
კიდევ უფრო შემზარავ რამეებს აკეთებენ ვენელი «აქციონისტები» ( 1960-1970-ან წლებში ასე უწოდებენ მხატვრებს რომლებიც ჰეფენინგების თუ პერფორმანსების ფორმით ატარებენ საჯარო აქციებს(ჟოზეფ ბეისი, ფლუქსუსი,ივ კლაინ) :მათი ხალხის მიერ კაცობრიობის გატანჯვის გამოსასყიდად მხატვრული პერფორმანსის მეშვეობით ისინი საკუთარ თავს ისახიჩრებენ სცენაზე, მიდიან საჯაროდ,ყველას დასანახავად თვითმკვლელობამდეც კი. ალფონს შილლინგი, მაგალითად, მაყურებელს წარუდგენს დასისხლიანებულ ბატკანს, რომლის ნაწლავებიც დევს თეთრ ზეწარზე,შემდეგ ერთი ფეხით იღებს ლეშს და ატრიალებს მას მაყურებელთა თავზე,ის ბატკნის სისხლს აწუწებს მაყურებლებს. ამ ტიპის ავტორები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ სხვა ორგანულ მასალებსაც, მაგ. ხორცსა და სპერმას.ბოდი არტმა შეიძლება მიიღოს ძალიან შთამბეჭდავი და ძალისმიერი ფორმები.შემოქმედის მარტოობის დასაძლევად ვიტო აკონჩი ფიზიკურად ებრძვის მისი გამოფენის მნახველებს.,და ჯინა პანე კანს იჭრის სამართებლით რათა უკეთ გაეხსნას სამყაროს. შემოქმედი თავის საკუთარ სხეულს იყენებს მხატვრულ მასალად.
ვენელი აქციონისტები არ შედიან მოძრაოაბაში, მათი ქმედება უფრო პროვოკაციულია,უფრო აგრესიულია.
განსაკუთრებით ორიგნალურია ORLAN-ის დემარში. ის ებრძვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული სილამაზის კანონის
იმპერიალიზმს და ამისათვის 1980-ან წლებში მხატვრულ მედიუმად იყენებდა ესთეტიკურ ქირურგიას. მისი « ოპერაცია პერფორმანსები» კეთდება კამერების წინ და უშუალოდ გადაიცემა მთელს მსოფლიოში. ოპერაციის დროს ORLAN კითხულობს ლექსებს ან ფილოსფიურ ტექსტებს; ის ქირურგების კოსტუმებს აკერინებს უდიდეს კუტურიეებს და საოპერაციო დარბაზს კარგად დადგმული სცენოგრაფიით ასე გადააქცევს შემოქმედების ადგილად,მხატვრის სახელოსნოდ. ORLAN ასე გამოხატავს მედიცინის მიერ ტანჯვის დამარცხებას, იმას რომ ყოველ ადამიანს ძალუძს თავის გარეგნობის და ამით თავისი მეობის შეცვლა. თავიდან ის იყენებდა ხელოვნების ისტორიის ყველაზე პოპულარულ მოდელებს: ბოტიჩელის ვენერას ნიკაპს,მონა ლიზას შუბლს. მას შემდეგ ის საფეთქლებზე ბორცვების ფორმით დებს ჩვეულებრივ ყვრიმალების ასამაღლებლად გამოყენებულ სილიკონის მასას. ოპერაცია, მაშ,უაზროა იმ გაგებით რომ ის არ პასუხობს ჩვენი საზოგადოების არც ერთ ესთეტკურ კრიტერიუმს,პირიქით, ის აშფოთებს ,აღიზიანებს! « შემოქმედის უპირველესი ფუნქციიაა მზერის გაღიზიანება,მზა აზრების უარყოფა,ამბობს ის. ჩემი ქმნილება ებრძვის თანდაყოლილს, ულმობელს,პროგრამირებულს. ჩემის აზრით სხეული მოძველებულია».
ამიერიდან სხეული იქცა სურათად,სისხლი საღებავად, ფერად,ჟესტი ფუნჯად. პროვოკაციის სხვა ობიექტი :
სურათები მხატვრისა რომელიც ისტორიას არ დაუმახსოვრებია როგორც მხატვარი. ადოლფ ჰიტლერის სურათები. ინგლისელი დიდი მანიპულატორების, ძმები ჯეიკ და დინოს ჩეპმენების მიერ ნაყიდი ეს სურათები დიდმა ევროპელმა კოლექციონერებმა ბაზრობაზე 815 000 ევროდ იყიდეს. ლონდონში ეს სურათები გამოფენილი იყო ირონიული სათაურით « რა ბედნიერები ვიქნებოდით ჰიტლერი რომ ჰიპი ყოფილიყო!» გასაგებია რომ საზოგადოება აღშფოთდა….ასეთი პროვოკაციები გვაგონებს გარკვეულ საზოგადოებრივ მოვლენას, რომელიც აკმაყოფილებს როგორც გასაღების ჭუჭუჭრუტანაში ჭვრიტინის ჩვენს სურვილს ისე ზოგი ადამიანის მისწრაფებას საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოფენისკენ.
იყიდება დიდი ტირაჟით გამოცემული კატრინ M-ს ურცხვი და,მეტიც, კლინიკური აღსარებები. « რეალიტი შოუები» ასევე აჩვენებენ ადამიანთა ინტიმურ ცხოვრებას. მხატვარიც ვერ გაურბის ამ ინტერესს. მეჭვრიტინეობა არაა ახალი რამ ხელოვნებაში. ის ხშირად შემოქმედების მთავარი ძრავაც კი არის. ჩვენ უბრალოდ მივაღწიეთ ამის ბევრად უფრო მაღალ დონეს.თანამედროვე ხელოვნების ეს ფორმა შეესაბამება გარკვეულ რეალობას : სხეულის ტანჯვას და სექსუალობის ძალას, აგრესიულობას. ადამიანის სხეულის პროვოკაციული გამოფენა არის ამ უქეიფობის გამოხატვის ყველაზე მჭერმეტყველური ფორმა. მხატვარი უახლოვდება ცხოვრების არსს და ყვინთავს ყოველდღიურობის მითოლოგიაში».
გასაღების ჭუჭრუტანაში მოჭვრიტინეობით სიცოცხლის არსთან მიახლოების მხატვრულ ფორმებზე და ბევრ სხვა საინტერესო რამეებზე საუბრობს ხელოვნების ისტორიის პროფესორი იზაბელ დე მეზონ რუჟ თავის წიგნაკში «მოარული აზრები, თანამედროვე ხელოვნება», პარიზი, 2009,გვ. 29-32).
დოსტოევსკის საწინააღმდეგოდ ესენი ( დასახელებული მხატვრები და მათი დაუსახელებელი კოლეგები) ფიქრობენ რომ სიმახინჯეც იხსნის სამყაროს…
წყარო :
თანამედროვე შემოქმედის ბღავილი This post has been edited by zvigo on 12 Feb 2011, 18:21