პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან "კონსერვატიული პარტიისა" და "ხალხის პარტიის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს .
აქციაზე იკრიბებიან, როგორც დევნილები, ისე - გარემოვაჭრეები. რაც შეეხება მოთხოვნებს, დევნილები პრეზიდენტისგან და მთავრობისგან მოითხოვენ, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცეთ.
გარემოვაჭრეები კი მოითხოვენ, რომ ლეგალური გახდეს გარევაჭრობა და პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია მსვლელობით თანდათან პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლებს.
დევნილები ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე ერთი თვეა, მართავენ, ხოლო გარემოვაჭრეების აქციები 10 აგვისტოს შემდეგ იმართება.
წყარო :
InterpressNews